გავაკეთეთ რასაც გვთხოვს კანონი, საქართველო შეუძლია, დაიწყოს გამოძიება – დეგნანი სანქციებზე

”სავიზო სანქციები, რაც გუშინ გამოცხადდა სახელმწიფო მდივნის ბლინკენის მიერ მოითხოვება აშშ-ის კანონმდებლობის მიერ, როცა გვაქვს საკმარისი მტკიცებულებები, რომ ადამიანები არიან ჩართული კორუფციულ გარიგებაში. ეს არის საგულდაგულო პროცესი, ეს არის მოთხოვნა და ვალდებულება, რომ განვახორციელოთ ეს ქმედება და განსაზღვრავს ადამიანის უფლებას შევიდეს თუ არა შეერთებულ შტატებში. ეს სავიზო სანქციები არ აძლევს ნებას კონკრეტულ ადამიანებს შევიდნენ ამერიკაში. ეს დაფუძნებულია ინფორმაციაზე, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომია და ეს ინფორმაცია და ბრალდებები წლების განმავლობაში იყო ცნობილი და ჩვენ ამერიკის კანონი გვთხოვს როდესაც გვაქვს საკმარისი ინფორმაცია, მოვიქცეთ ასე.

საქართველოს, რა თქმა უნდა, შეუძლია თავად დაიწყოს გამოძიება ნებისმიერ ინფორმაციაზე ან ბრალდებაზე, მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ ის, რასაც გვთხოვს კანონი.”

განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ტელეკომპანია იმედთან ინტერვიუში. [იმედის თარგმანი]
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share