ელისო ბოლქვაძესთან ინტერვიუს შემდეგ პარლამენტმა ჟურნალისტებს აკრედიტაცია შეუჩერა

მთავარი არხისა და ტვ პირველის ჟურნალისტებს თათია წოწონავას და რუსუდან დუმბაძეს საქართველოს პარლამენტმა აკრედიტაცია შეუჩერა.

ჟურნალისტების ცნობით, მათ აკრედიტაცია ქართული ოცნების წევრის ელისო ბოლქვაძისთვის კითხვების დასმის შემდეგ შეუჩერეს. ისინი დეპუტატს მოსამართლეების სანქცირების შესახებ ეკითხებოდნენ, რაზე პასუხადაც ელისო ბოლქვაძემ TV პირველის ჟურნალისტს უთხრა, რომ “მათ მაყურებელს არ ცნობს.”

მთავარი არხის ჟურნალისტი თათია წოწონავა პარლამენტის აპარატის მიერ გამოგზავნილ წერილს აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ მას პარლამენტში ერთი თვის განმავლობაში არ დაუშვებენ.

ტვ პირველის ჟურნალისტის თამარ ჯინჭარაძის ინფორმაციით, აკრედიტაცია შეუჩერდა ტვ პირველის ოპერატორ ირაკლი მურმანიშვილსაც.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share