გამოცემა Politico საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სტატიას აქვეყნებს.
ექსპრეზიდენტის თქმით, საქართველოში დემოკრატიის რეგრესია, თუმცა ქართველმა ხალხმა, მათ შორის მარტის აქციებით, დააფიქსირა დემოკრატიის ერთგულება
სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ის პოლიტპატიმარია, იმყოფება წამების ქვეშ და კვდება.
„სულ უფრო აშკარაა, რომ მალე მოვკვდები, თუ სათანადო სამედიცინო დახმარებას არ მივიღებ ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
მე ვაგრძელებ მოწოდებას აშშ-სა და საერთაშორისო საზოგადოებას, გააკეთონ ყველაფერი, რაც შეუძლიათ ჩემი სიცოცხლის გადასარჩენად საქართველოს მთავრობაზე დიპლომატიური ზეწოლისა და ივანიშვილისა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესებით.
ჩემმა სიკვდილმა შეიძლება გამოიწვიოს პოლიტიკური ქაოსი საქართველოში, მაგრამ ჩემი წამება, რა თქმა უნდა, ჩაითვლება პუტინის გამარჯვებად – ძლიერი სიმბოლო ყველა ლიდერისთვის ამ რეგიონში,და შესაძლოა მსოფლიოც, რომლებმაც ვერ შეძლეს წინ აღდგომოდნენ რუსულ იმპერიალიზმს”, – წერს სააკაშვილი.