საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ქართველი მოსამართლეების სანქცირების საკითხს „მთავარი არხის“ ეთერში საუბრისას გამოეხმაურა.
„დღეს უკვე სახელმწიფო დეპარტამენტი ასახელებს პირდაპირ სანქცირებულებს. არ არის მნიშვნელოვანი ვიზას ვის მისცემენ და ვის არა, მაგრამ საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირები დაასანქცირეს. საქართველოს უმაღლესმა თანამდებობის პირებმა შეურაცხყოფით უპასუხეს შეერთებულ შტატებს და მივხვდეთ ახლა სად ვართ.
შეგახსენებთ, 5 აპრილს აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.
„ჩემთან პირადად, წლების განმავლობაში მოდიოდნენ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები და პირდაპირ მეუბნებოდნენ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მათთვის სასურველი იქნებოდა, რომ ყოფილიყო ესა და ეს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ყოფილიყო ესა და ეს გადაწყვეტილება, კონფერენცია ჩატარებულიყო ამა და ამ დღეს – ამის მტკიცებულებებიც მაქვს. შესაბამისად, ეს კონკრეტული ჩარევები როდესაც ხდებოდა აშშ-ის საელჩოს მხრიდან, ამას საჭიროების შემთხვევაში საზოგადოება ნახავს და დარწმუნდება,“ – ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.