გურული სამზარეულო – ხარჩო ტყლაპით და ბროწეულის წვენით, კურდღლის ხარჩო ძაღე-ძმარით

ხარჩოს შემზადება. ხორცი უნდა დაიჭრას წვრილად, ჩაიყაროს თიხის ქოთანში ან სხვა რაიმე ჭურჭელში და მოიხარშოს. დაადევით ტყლაპი ან მიურთეთ ბრეწოულის წვენი, მარილი და ხახვი. ჩაყარეთ ბრინჯი ან ერმიშელი. თუ ბრინჯს უზამთ, ადრევე უნდა შეეხარშოს, თუ ერმიშელს, ცოტა ხნის მერე უზამთ, ერმიშელი უფრო ადრე წაეხარშება, ბრინჯი უფრო გვიან. შეიძლება პამიდორიც უყოთ.
.
კურდღლის ხარჩო
კურდღლის ხორცისაგან მზადდება საჭმელი, როგორც ხარჩო, მაგრამ ძმრის ან სხვა სიმჟავის მაგიერ ურთავენ ძაღე ძმარს. ძაღეში მომზადებული კურდღლის ხორცი ითვლება საუკეთესო კერძად.
.
მენიკი ჩიჩუა, ჩაწერილია ჩოხატაურში 1936 წელს (შინამრეწველობის მასალები (პირველ–ასლები) შეკრებილი ივანე ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით)corpora.co
.
მხატვარი – ანტონ გოგიაშვილი
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share