“თავისუფლება ნიკას! თავისუფლება ლაზარეს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს:

“თავისუფლება ნიკას!

თავისუფლება ლაზარეს!”, – წერს მესამე პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, დაკავებული, ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შსს-ს მტკიცებით, მან 7 მარტის საპროტესტო აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელების მიმართ, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას ასევე ბრალი ედება პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share