ამილინი, ამილოიდოზი, ალცჰაიმერი, ქოლესტერინის სიჭარბე და კიდევ რამდენიმე სასიცოცხლო დაავადება – მარინა ტოტოჩავა

ამილინი, ამილოიდოზი, ალცჰაიმერი, ქოლესტერინის სიჭარბე და კიდევ რამდენიმე სასიცოცხლო დაავადება
რა აკავშირებს მათ ერთმანეთთან. რისი გაუთვალისწინებლობაა მკურნალობაში ,რაც საბედისწერო სამედიცინო შეცდომებს ქმნის და ადამიანებს სიცოცხლეს უზღუდავს.
რატომ კვდებიან ინსულტით ან ორგანოთა გადაგვარებით, ქოლესტერინის სიჭარბის დროს, არასრულფასოვნად ნამკურნალები ადამიანები.
ეს ტექსტი უკიდურესად გადამწყვეტია ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლის შენარჩუნებისთვის და ყველა გონიერმა ადამიანმა უნდა იცოდეს.
პირველი ნაწილი
ეს ფაქტი მაღალი დონის მედიცინაში ცნობილი სამედიცინო შეცდომების ჩამონათვალშია——- როცა მხოლოდ ქოლესტერინის ს იჭარბე ჰგონიათ, ის კი ძალიან ხშირად ბეტა ამილოიდია . უფრო სწორად ხშირად არ არის დაფიქრება იმაზე———რას შეიცავს ჭარბი ქოლესტერინი, რომ გაიგო და უფრო სწორად ებრძოლო. ნარჩენები ხომ არ არის, რომ ერთი წამლით მიახვეტო. ჭარბი ქოლესტერინი ფიზიოლოგიის და ბიოქიმიის გრაფიკული დეფექტია და ეს დეფექტები უნდა ჩასწორდეს . უხშირეს შემთხვევებში, ქოლესტერინის სიჭარბე რეალობაში ——–ამილოიდოზია ან ამ კონკრეტულ სტატუსამდე არ მისული ——-ამილოიდური ჩანართებია. მას სულ სხვა მექანიზმი აქვს და გავრცელებულ მკურნალობებისგან განსხვავებით, რადიკალურად სხვა დახმარება სჭირდება, ადამიანმა რომ იცოცხლოს. მარტო სტატინებით , ამიტომ არის მკურნალობა ხშირად უშედეგო. ქოლესტერინის სიჭარბე ამილო იდოზის მხოლოდ ერთი სინდრომია ან ცალკე ამილოიდური ჩანართია. ამილოიდოზს თავდაპირველად ბევრი ჩივილები არა აქვს და არც ანალიზურად დგინდება პირველ ეტაპებზე. ამიტომ ხდება—— ორგანოების გადაგვარება, მათი ამოკვეთის საჭიროება ან ადამიანის ნაადრევი სიკვდილი. მექანიზმის გაკონტროლების და ამინომჟავების მართვის გარეშე, მარტო სტატინებით ზედაპირულად მართული ჭარბი ქოლესტერინი, ანალიზის პასუხში ნორმა გახდება. მაგრამ, ამილოიდი სისხლძარღვში უფრო ჩაიკირება და ეს——–თუ ადრეულ ინსულტად არა , მოგვიანებულ ალცჰაიმერად მოევლინება ადამიანს რომელიმე ასაკში .გამოცდილი ექიმები ამილოიდოზს ან ამილიოდურ ჩანართს პირველივე სტადიაში ცნობენ და დანიშნულებებიც ამის დასტურია. საერთოდ, ყველაფერს ეშველება, დროული არასტანდარტული მკურნალობით. მსოფლიოს ყველა ცნობილი მეცნიერი და ექიმი არასტანდარტული მკურნალობის მომხრეა. რაც ხდება ბიოქიმიური რეაქციების კონტროლით——- ამინომჟავების, ცილების,მინერალების მჟავეების, ვიტამინების და სხვა ნივთიერებების დალაგებით . სტანდარტული მკურნალობა დროებითი დახმარებაა მწვავე მდგომარეობიდან გამოსასვლელად. ერთი და იგივე მკურნალობა, ვერ იქნება პაციენტების სიცოცხლე ზე მორგებული .რადგან ,თითოეული ადამიანი ი ნდივიდუალური მოვლენაა სამყაროში. თავისი სპეციფიკური ფიზიოლოგიური და ბიოქიმიური გადახრებით, გენეტიკით, ცხოვრების წესით, ფონური დაავადებებით, კვების რეჟიმით და ინდვიდუალური განცდებით,
ამილინი
ძალიან დიდი ხანია ვეჭვობდი და ვეძებდი მის ფიზიოლოგიურ კონტაქტს ამილოიდოზთან ან ამილოიდურ განწყობასთან ანუ ადამიანების მთავარ მკვლელთან . მიხარია ,რომ მსოფლიო მედიცინაში უკვე გაღჟერდა მათი საკონტაქტო ,მეცნიერული , სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შტრიხების შესახებ. ამილინი ჰორმონია. მასთან ისევეა გადაკვეთილი დიაბეტი, როგორც ინსულინთან. ამილინს დიდი კვეთა აქვს სხვა დაავადებებთანაც . მაგალითად, სიმსუქნესთან და ჰორმონულ რღვევებთან. ისევე როგორც ინსულინი, ამილინი სისხლში შაქარს ზედამხედველობს. ჰორმონულ პრობლემებს, დიაბეტს, სახსრებს, თირკმლის და სხვა ორგანოების დაავადებებს, კუჭ-ნაწლავს, ალცჰაიმერს და კიდევ ბევრ დაავადებას ,საერთოდ ვერ გაიაზრებთ, თუ არ გეცოდინებათ ამილინის შესახებ .რეკომენდაციებში ხშირად ვსაუბრობ ამილინზე. ამილინი, უპირველესად იქმნება ტვინის ჰიპოთალამუსში. ძირითადად იქმნება პანკრეასში, ასევე ——– ფილტვში , ნაწლავში. აკონტროლებს——-წონას, წნევას, შაქარს, კუჭ-ნაწლავს,ძვალ-სახსარს. ყველა მსუქანს, წნევით მოავადეს, ინსულინრეზისტენტობით პრობლემურს, ამილინი მომატებული აქვს. დიაბეტიანი ბევრად ჯანმრთელია ნორმული ამილინის ფონზე. დიაბეტიანი არ მოკვდება ნორმული ამილინის ფონზე. ნორმაში მყოფი ამილინი, ეს ნიშნავს გაწმენდილ ორგანიზმს——- გაწმენდილ სისხლძარღვებს შაკიკის და ინსულტის შიშის გარეშე; გაწმენდილ არტერიებს ინფარქტის შიშის გარეშე ;გაწმენდილ საძილე არტერიას თავბრუხვევის და ტინიტუსის გარეშე; გაწმენდილ ვენებს , თრომბის შიშის გარეშე; გაწმენდილ ჰიპოფიზს და პანკრეასს დიაბეტის გართულების შიშის გარეშე; გაწმენდილ ღვიძლს ქოლესტერინის სიჭარბის და კუჭ—ნაწლავის დისკომფორტის გარეშე და სხვა. მხოლოდ ის არის ლეპტინის ცნობილი დამთრგუნველი და მომრჯულებელი. ლეპტინზე ბევრჯერ ვისაუბრე. ის მადის და სიმსუქნის მაკონტროლებელი ჰორმონია. ზუსტად მის ხასიათზეა დამოკიდებული ადამიანის წონა. როცა ზოგი ადამიანი ვერ ხვდება ჭამა შეწყვიტოს სანამ კუჭი არ ეტკინება , ეს ლეპტინის დარღვევა და ამილინის ნაკლებობაა. თუ ამილინი ფიზიოლოგიურ ფორმაში ვერ არის, ლეპტინს გონება არეული აქვს და ვერ ატყობინებს ტვინს , რომ მეტი აღარ შეჭამოს. ლეპტინი თუ ნორმაა , არცერთ შემთხვევაში არ გასუქდება ადამიანი. თუნდაც ბევრი ჭამოს. სიმსუქნისკენ მიდრეკილ ადამიანს, რომელსაც პანკრეასის მეტაბოლიზმი მოშლილი აქვს, ლეპტინისადმი მგრძნობელობა დაკარგული აქვს. ლეპტინი თუ ნორმა არ არის, ადამიანს სულ შია, სულ ნამცხვრების ჭამის სურვილი აქვს. ამილინს ჭკუაზე მოჰყავს ლეპტინი და სიმსუნაგეს სრულიად უცხრობს. ის უმაღლებს ადამიანს ლეპტინის მიმართ მგრძნობელობას. თუ ინსულინი და ამილინი ნორმაა———— საჭმლის მომნელებელი სისტემა—–მთელი კუჭ-ნაწლავი მათემატიკური სიზუსტით მუშაობს; არ წარმოიქმნება მავნე ქოლესტერინი და სისხლძარღვის კედლებზე არ დალაგდება. შესაბამისად, არ იქნება ინსულტის, ინფარქტის და უეცარი სიკვდილის შანსი. თუ ინსულინი და ამილინი ნორმაა, უჯრედებში სწორად და ადვილად შედის ამინომჟავები, ცილები; დეენემი და ერენემი სასიცოცხლოდ მუშაობენ ;სომატოსტატინი , სომატოტროპინი და სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი ალფა, რომელთა გადახრა საფუძველია ყველა მძიმე დაავადების და სიმსივნეების———- ნორმაში არიან . სომატოსტატინს ხშირად ვახასიათებ და ისევ გამოვკვეთავ. სომატოსტატინის დაქვეითებით იწყება კუჭ-ნაწლავის ყველა პრობლემა ამ სისტემის კიბოების ჩათვლით. ეს ისეთი მძიმე წონის სასიცოცხლო ფენომენია, მისი ნორმაში დაბრუნება მხოლოდ მაშინ დაიწყება —30 მდე ამინომჟავის ცვლას თუ სრულად აღადგენ თავისი ყველა ფრაქციით. ანალიზში ნორმის ფარგლებში დაბრუნებული ინსულინი , არ ნიშნავს ინსულინის სრულ ადაპტაციას. მეტაბოლიზმი ეს მთელი სამყაროა ადამიანში და მის სრულ აღდგენა ს ბევრი ფიზიოლოგიური ბილიკის გამოსწორება სჭირდება. ამილინის ნორმაში დაბრუნება ,აუმჯობესებს უამრავ პარამეტრს და მკვეთრად ამაღლებს სიცოცხლის ხარისხს. ამილინის დალაგება ამცირებს წონას და ამატებს ენერგიას . ამას ის აკეთებს ფიზიოლოგიურად, მომავალი ჯანმრთელობის გარანტიით. ამილინის ნორმა ფსიქოზებს ამცირებს. აგზნების და ფსიქოზის დროს ამილინი მომატებულია. როცა ამილინი დაქვეითებულია ,ძვალი და სახსარი სუსტდება. ოსტეოპოროზის დროს ის დაცემულია. ასევე , ბოლომდე დაქვეითებულია ალცჰაიმერის და ყველა კოგნიტური პრობლემისას .მსუქნებს ამილინი ყოველთვის მაღალი აქვთ. ამილინი ტვინის ინფორმატორია და საკვების გადაადგილებას ამცნობს. მისი საშუალებით ტვინი აკონტროლებს წვრილ ნაწლავს, რომ მონელება სწორად წავიდეს ——არც აშლა იყოს და არც ყაბზობა. დიაბეტიანებს ამილინი სულ დაქვეითებული აქვთ და კუჭი ნელა ეცლებათ. ხოლო გამწვავების პერიოდებში მომატებული აქვთ. რაც მეტად ირღვევა ამილინის მეტაბოლიზმი, მეტად გვიან ეცლება დიაბეტიანებს ნაწლავები, ამას კი ტოქსიკოზის და კეტოაციდოზის გართულებები მოყვება. საერთოდ ,ფერმენტული კრახის გამო, კუჭის ნელა დაცლა და შედეგად ქალასშიდა წნევის მატება, არის მთავარი ფაქტორი თრომბის გააქტიურების. შესაბამისად,უამრავი დაავადების დამძიმების და კრიტიკული მდგომარეობების შექმნის. მაგალითად შაკიკის რთულმექანიზმიან მრავალეტაპიანი შეტევის პირველი ნაბიჯია სწორედ ნაწლავების დაცლის დაგვიანება ან არასრული დაცლა, ფერმენტული კოლაფსის გამო . ეს თავიდანვე თუ არ გაიაზრა ახალგაზრდა ექიმმა, ის კრიტიკული მდგომარეობიდან პაციენტს ვერ გამოიყვანს დროულად და სწორად. ამისთვის კი, უპირველესად ინსულინი და ამილინი უნდა მართოს.
ჰორმონი კალციტონინი , რომელზეც ადრე ბევრჯერ ვისაუბრე, ძვლების ზრდას კურირებს. ანუ დაბალი როცა რჩება ადამიანი, მიუხედავად ჰიპოფიზის ჰორმონული დარღვევების ფონისა, მთავარი მიზეზი მაინც პანკრეასიდან იწყება. დაბალი ამილინის გამო კალციტონინს პრობლემა აქვს და ოსტეოპენია და ძლიერი სიდაბლეა. დემენციის , ალცჰაიმერის , სკლეროზის დროს ამილინი დაქვეითებულია. როცა ჟანგვა -აღდგენა ძალიან მოშლილია, რისი გამოსწორების გარეშე არცერთი დაავადება არ მორჩება ,ამილინი ამ დროს მომატებულია .ალცჰაიმერი არ ჩამოყალიბდება ამილინის სიჭარბის გარეშე. არ ც არანაირი სკლეროზი. არც გულ-სისხლძარღვთა და ტვინის დაავადებები .არც წნევა. რადგან ამილინით იწყება სისხლძარღვების დაბინძურება და შესაბამისად, მათი ეტაპობრივი განადგურება. ამილინის მომატების გამოა , ციტოკინები გადახრილი და მომატებული, რაც არის უამრავი მძიმე დაავადების მიზეზი–ასთმის, რევმატიზმის, ალერგიების, ქრონიკული რინიტის, სახსრების პრობლემის, შაკიკის და სხვა. არავინ მოკვდებოდა ფილტვების ანთებით ნორმული ამილინის ფომზე. ამილინი თუ არ დაგროვდა, არ იქნება ი ნსულტი და ინფარქტი. რადგან, ამილინში ნაპოვნი გენი ——- აპპ წარმოშობს ამილოიდებს. ახალგაზრდა ექიმმა უნდა ჩაიდოს ტვინში———-რომ აპპ წარმოშობს აბპ-ს ანუ ამილოიდს და აქედან იწყება მთელი მედიცინა და ადამიანთა უამრავი , ჯანმრთელობის უბედურება. ამილოიდით იწყება ჯანმრთელობის ყველა პრობლემა. ამილოიდია მთავარი მიზეზი, რის გამოც აღებთ სახლის კარს და ნებისმიერი ჩივილით მიდიხართ ექიმთან. ამილოიდია ნებისმიერი დაავადების მთავარი ბაზისი. ნებისმიერი ფიზიკური დისკომფორტიდან—- სიკვდილამდე , მთავარი გზა მხოლოდ ამილოიდზე გადის. დანარჩენი ყველაფერი მხოლოდ მისი უარყოფითი შედეგებია. არ არის ჭარბი ამილოიდი?——-გაქვს სუფთა სისხლძარღვი და არ გაქვს დაავადებები. ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა იმით აითვლება——რამდენადაა ჩაწოლილი ჭარბი ამილოიდები მის სისხლძარღვებში. ზოგი დაბალი დონის მედიცინის კერაში, ამილოიდის სრული აღქმა დააბრკოლა იმან, რომ ის მარტო ალცჰაიმერის საწყისი ეგონათ. ამიტომ, მექანიზმები ბოლომდე უნდა გავიაზროთ. ამილოიდი ყველა დაავადების საწყისია და ამის გამო ბევრი ადამიანი, ალცჰაიმერის რომელიმე ფორმით ამთავრებს სიცოცხლეს. მეორე ნაწლში ვისაუბრებ, რომ ადამიანი შეიძლება თანამდებობაზე ან რამე მნიშვნელოვან სტატუსში იყოს და ალცჰაიმერის სუსტი ან საშუალო ფორმა ჰქონდეს, ამილოიდის სიჭარბის გამო. მაგრამ, ეგონოს, რომ მხოლოდ გულის პრობლემა აქვს. ნორმაა ამილინი? ბევრად უკეთესი ჯანმრთელობა აქვს დიაბეტიანს. თანამედროვე ამერიკული მედიცინა დიაბეტის დაწყებას ამილინს აბრალებს .ამ დროს პანკრეასის ამილოიდოზია. ამილინს ამიტომ ჰქვია ——კუნძული ამილოიდის პოლიპეპტიდი . ჭარბი ამილინი ეს არის ამილოიდოზი. გადახრილი ამილინი ,ეს არის დაბინძურებული სისხლძარღვები და დაავადებები. შაკიკიანი არასოდეს მორჩება , თუ მკურნალობის დროს ამილინს არ გამოიკვლევს.
ამილოიდოზი და ამილოიდები
ამილოიდოზი ცილა ამილოიდის დაგროვებაა. ე ს ა რის ყველაზე გავრცელებული პათოლოგიური ფიზიოლოგიური პოზიცია ჯანმრთელობის ბოლომდე დასანგრევად და ნაადრევი სიკვდილისათვის. ამილოიდები ატიპური ანომალური ცილებია. ისინი არაჯანსაღ ქსოვილში, სისხლძარღვში, ვენაში, არტერიაში ჩაწვებიან და ქმნიან არგენტოფილურ გროვებს. ეს ისაა, რაც ალცჰაიმერის დროსაა .სხვადასხვა დაავადებების და სინდრომების დროს განსხვავება, მხოლოდ ამილოიდური ჩანართების რაოდენობაშია. ზუსტად ის არის ალცჰაიმერიანის ტვინში. ზოგადად ამილოიდოზი , ამინომჟავების ცვლების ძლიერი დარღვევაა. ამილოიდი, სახამებლის გრაფიკული ტიპაჟის ცილაა, რომელიც ილექება ორგანოებში და სისხლძარღვებში. ამილოიდი —ბერძ —-amylon სახამებელი, idos -სახე. ალცჰაიმერის დროს ის ტვინშია დალექილი. უნდა იცოდეთ და კარგად გაიაზროთ შემდეგი————– ორგანოთა გადანერგვის ან ამოკვეთის საჭიროების დროს, ფონი ყოველთვის მძიმე ამილოიდოზია და ის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. უსიმპტომოდ არ მიდის. მაგრამ, სხვა დაავადებების სიმტომებში ხდება არევა. თუმცა ,მცოდნე დაკვირვებული ექიმებისთვის , პირველი ეტაპების სიმპტომებიც ადვილად ამოცნობადია. ჩვენს პირობებში იშიათად ფიქსირდება და ისიც ბოლო სტადიაში. რეალობაში კი, ამილოიდური ფონით მიდის ყველა სამედიცინო პრობლემა ყველა ასაკში.
პირველად ამილოიდოზს ჰქვია მსუბუქი ჯაჭვების დაავადება. იგი პლაზმური უჯრედების დარღვევების ფონზეა. მათ შორის ,პლაზმური უჯრედების კიბოს ფონზეცაა. ევროპული სტატისტიკით, ამ დროს ამილოიდი ილექება——–ფილტვში, გულში, ენაზე, კანში, ფარისებრში, ნაწლავებში, თირკმელში, სისხლძარღვებში, ელენთაში, ლიმფურ კვანძებში. ყველზე ,მეტად ეს დაავადება გამოიხატება ქოლესტერინის სიჭარბით. სამწუხაროდ, ხან მკურნალობა ხდება ლოკალურად, ამილოიდის გააზრების გარეშე. ეს ცნობილი სამედიცინო შეცდომების ჩამონათვალშია. ასე იპარება მაგალითად ,პანკოსტის ცნობილი და სტატისტიკურად არც ისე იშვიათი კიბო ფილტვებში. როცა ადამიანი დამძიმდება,უკვე ძალიან დიდი ხანია მის ფილტვში კიბო მიმდინარეობდა. გამოცდილი ექიმები ფილტვების მოსმენის დროს ამილოიდის ტონალობას ცნობენ. ასე ხდება ასევე, ფარისებრის სიმსივნეების დროს და სხვა. ყველა გაქრონიკულებული დაავადების დროს———– ამილოიდოზი უნდა გამორიცხოთ. ყურის რამდენჯერმე განმეორებადი ანთებაც, რომ დავაფიქსირო პაციენტში ,თუნდაც ბავშვობის, მითუმეტეს ჩირქოვანი, მაშინვე ფიქრებით—- ძვლის ამილოიდოზის გამორიცხვას ვიწყებ ყოველთვის. ფარისებრის მდგომარეობა თუ არ უმჯობესდება, ჩიყვის მკურნალობა თუ უშედეგოა, თუ ადამიანი თიროქსინს წლობით იღებს, ერთ მოჯადოებულ წრეზე რომ არ იტრიალოთ ჯანმრთელობის უკანა მიმართულებით ——-ფარისებრის ამილოიდოზი უნდა გამოირიცხოს.
ამ ურთულეს თემაზე , რასაც განვიხილავ , იმისთვის დამჭირდა საუბარი , რომ გამოვკვეთო ის უპერსპექტივო მდგომარეობა, რაც უხშირესია მოსახლეობაში , როცა ქოლესტერინის სიჭარბეზე ზოგ შემთხვევაში, ლოკალური და ზერელე მეთვალყურეობაა. .ამ დროს კი მიდის, ამ პროცესის წამყვანი უმძიმესი ამილოიდური პროცესი, რომლის ერთი მთავარი გამოვლინებაა ქოლესტერინის მატება. ქოლესტერინის სიჭარბე ხშირად მეორადია და უფრო მძიმე და სიცოცხლის შემზღუდველი დაავადების შემადგენელი სინდრომია. ამიტომ არის ეს დაავადება , ძალიან ხშირად , მოურჩენელი და გართულებული, თავისი მძიმე, დამახასიათებელი შედეგებით——თრომბირებით, ინსულტით ან ინფარქტით.
ამილოიდოზის საწყისი ფორმა რომ დაადგინოს , ექიმი ძალიან გამოცდილი და მედიცინაში პრაქტიკულად, ბევრის მნახველი უნდა იყოს აკადემიურ ცოდნასთან ე რთად. დიდი რაოდენობით სამედიცინო შეცდმები ა დაგროვილი, როცა ამილოიდოზის დასაწყისი ან ატიპური ფორმებია. უმოკლესად განვიხილავ ყველა ფორმას. კუჭ-ნაწლავის ამილოიდოზი ——–შეკრულობა ან აშლილიობა ;საყლაპავის მოტორიკის მოშლა, ყლაპვის გაძნელება და ხან ლუკმაზე წყლის დაყოლება ;კუჭ-ნაწლავის გახანგრძლივებული პრობლემები. შეწოვის და მონელების დარღვევა-მალაბსორბცია. გულის ამილოიდოზი——–პულსის აჩქარება,არითმია. ნერვული სისტემის ამილოიდოზი————მგრძნობელობის დაქვეითება, თავის პერიოდული ტკივილი ;ხან თავბრუხვევა; ვეგეტონევროზის ჩივილები, რაც ხშირად ამილოიდოზის სინდრომია და ძირითადად ,დამამშვიდებლებით ხდება არასწორი დახმარება; ხველაზე, სიცილზე შარდის შეუკავებლობა, ხან ტუალეტამდე ვერ მისწრება მოშარდვისთვის. სასუნთქი სისტემის ამილოიდოზი——-ბრონქიტები , ასთმური ბრონქტები, ხმის ჩახლეჩვისკენ მიდრეკილება . სახსრების ამილოიდოზი———თითების დაბუჟება, სახსრის შეშუპება. თუ ართრიტი რევმატიული არ არის , მწვავე ფორმაც სწორი მკურნალობით გაივლის ადრე. მიუხედავად იმისა ,რომ ბევრი ეტიოლოგია აქვს და იშვიათადაა პირველადი. უხშირესად, რომელიმე ორგანოს დაზიანების სინდრომია. უნდა განვასხვავოთ ართრიტი და ართროზი . ა რთრიტი ანთებაა. მაგრამ ართროზი ,რომელიც, მაგალითად, პერიოდულად მუხლის შეშუპებას იწვევს, ხანგრძლივ დროს მოითხოვს მოსარჩენად . რადგან ართროზი ნიშნავს— სახსრის ჩაშლას და მორფოლოგიურ გადაგვარებას. ართროზების დიდი უმრავლესობა ———ამილოიდურია. კრიტიკულად გაუგებარია, დიკლოფენაკის ჯგუფით მკურნალობა ამ დროს. რაც სტანდარტი გახდა მკურნალობის და მოსახლეობა თავადაც აკეთებს. თირკმლის ამილოიდოზი———–დიალიზზე მყოფების 90 პროცენტს ამ დაავადების ფონი აქვს. თუმცა ბევრმა არც იცის. ევროპული სქემებით, თირკმლის ამილოიდოზის სტატისტიკა, დიდია პედიატრიულ ასაკშიც, მათ შორის ახალშობილებშიც. არ გაატაროთ უყურადღებოდ შარდის ანალიზში ცილა . მითუმეტეს განმეორებადი. ნუ დამშვიდდებით, რომ ეს ცისტიტია ან პიელონეფრიტი. ეს უნდა გადაწყვიტოს ექიმმა. ცისტიტები ადამიანებს გაპრიმიტიულებული აქვთ და აფთიაქში მითითებული შტოშის პრეპარატებით უწყნარდებათ. 50 წლიდან ცისტიტებს, უდიდეს პროცენტში ამილოიდოზის ფონი აქვთ. მითუმეტეს, საშარდეს ამილოიდოზს მინიმალური ჩივილები აქვს .თირკმლის ამილოიდოზის კლასიკური ფორმის დროს———-წონა დაქვეითებულია, ენა გადიდებული, შეშუპებაა, არითმია, ყლაპვის პრობლემაა. თუმცა სავალდებულო არ არის , ყველა ჩივილი იყოს. თირკმლის ამილოიდოზის ატიპური და ხშირად ტიპური ფორმა მიდის—– მაჯის გვირაბის სინდრომით—–ხელის თითების დაბუჟებით .სამწუხაროდ, აღწერილია ამ დროს ბევრი არაადექვატური მკურნალობის მაგალითები. ადამიანმა ქვა რომ ჭამოს იმასაც აიტანს, მხოლოდ სიცოცხლე შემცირდება არასწორი მიდგომებით.. უხშირესად, ამილოიდოზი მიდის უმკურნალოდ და მხოლოდ მისი ქვემდებარე ჩივილების დანახვა ხდება ——–გულში, ღვიძლში, ნაწლავებში. თუ ამილოიდის ჩალაგებას ხელს არ შევუშლით——————ეს მთავრდება ორგანოთა მწვავე უკმარისობოთ და ორგანოების ამოკვეთით. ამილოიდოზის მიზეზებია——-მიტოვებული ან არასწორი მკურნალობები, რომელთა გამო ანთებები ქრონიკულად გადაიქცევიან. ხშირია ამილოიდოზი ——ტუბერკულოზის, ართრიტების , ნაწლავების ანთებების ფონზე. ნაწლავების დისკომფორტი ან აწეული სიმჟავე რომ ქრონიკულად გაქვს, ომეპრაზოლებით არ უნდა მიმალოთ პროცესი და ამილოიდოზი უნდა გამორიცხოთ. მანამდე კი, ნაწლავების ტუბერკულოზი გამორიცხეთ, რასაც კატასტროფულად დიდი სტატისტიკა აქვს. ისე , რომ ადამიანს წარმოდგენა არა აქვს ამაზე . ჩემს დანიშნულებებში, არსებული ვითარების მიხედვით რამდენიმე სტრატეგიაა. მაგრამ, ყოველთვის, ბიოქიმიურ ხარვეზებზე აქცენტირებით, ამილოიდური წმენდა წამყვანია. გამორიცხულია გაიწმინდოს არტერია და სისხლძარღვი რომელიმე სტანდარტული მედიკამენტით. გარდა ამინომჟავური მექანიზმების გააზრებისა. .ყველაზე ძლიერად ამინომჟავებიდან, ამ დროს დარღვეულია ცისტინის და ცისტეინის ცვლების ყველა ფრაქცია. სწორედ მათი დარღვევა იწვევს , ამილოიდური მექანიზმის პათოლოგიურად ამოქმედებას და ქოლესტერინის სახამებლისმაგვარ შეწებება —შემკვრივებას. ამიტომ აქვს ერთ მომენტში სრული გადაკვეთა ,მაღალი დ ონის დანიშნულებებში——-კენჭის, ფიბრომის, ცისტის, კისტის, პოლიპის, ფიბროზის, ქრონიკული რინიტის, ასთმური ბრონქიტის, ასთმის, ღვიძლის მკურნალობას——-რამდენიმე ერთი და იმავე პერპარატით. რომლებიც გენების დონეზე მუშაობენ და ამილოიდურ შეწებებებს ხნიან , ამინომჟავების არეული გრაფიკის თანდათან დალაგების ფონზე. სხვა ქვენებში ამილოიდოზის , უზომოდ დიდი სტატისტიკაა, ჩვენთან —— არა , რადგან ხშირად ვერ ხდება დაფიქსირება. კაცებში კიდევ უფრო მეტია, ვიდრე ქალებში. შეშუპებების, განსაკუთრებით ,სწრაფად განვითარებულის დროს ვენების ამილოიდოზი უნდა გამოირიცხოს. მას მიეკუთვნება აგრეთვე, სხეულზე ადვილად განვითარებული სისხლჩაქცევა. კანის ამილოიდოზი———–აქვს სხვადასხვა ტიპის გამონაყარი. კანი უხეში ხდება. აქვს რომელიმე——წვრილი სისხლჩაქცევები ან ლაქები ან მეჭეჭის ფორმის გამონაზარდები . ხან ხდება შეცდომა ახალგაზრდებში და არ უნდა შეგვეშალოს ვარდისფერ პიტირიაზში. ამილოიდოზს ახასიათებს ვარდისფერი ან ყავისფერი ამილოიდური ლაქები ,ისევე როგორც პიტირიაზს. თუ კარგად დავაკვირდებით განსხვავება ნამდვილად არის. ენდოკრინული სისტემის ამილოიდოზი ხშირად გამოუცნობი ხდება . კერძოდ–თირკმელზედა ჯირკვალში, ფარისებრში, ჰიპოფიზში, ღვიძლში, პანკრეასში. მითუმტეს, უნდა გამოვრიცხოთ ამილოიდოზი, როცა ამ ორგანოებში გაქრონიკულებული ან პრობლემური ვითარებაა. ჰაშიმოტის რთული ჩიყვი ,რომელზეც ხშირად ვსაუბრობ, ფსიქოლოგიური ცვლილებებით მიდის და უხშირესად ფარისებრის ამილოიდოზია. ამ ტიპის ჩიყვის ზოგი ფორმის დროს ,სწორი მკურნალობის გარეშე, ადამიანები თავისი ხასიათით , საზოგადოებისთვის მომაბეზრებელი და დამზიანებელი ხდებიან, მათი ჰიპერტროფირებული ბოღმებით, აგრესიით, სამაგიეროს გადახდის დაუცხრომელი ჟინით . განმეორებადი ასთმური ბრონქიტი, ძალიან ხშირად ამილოიდოზია. მეორად ამილოიდოზს ხშირად ასეთი რამ ახასიათებს———-ადამიანს სიმსივნე აქვს. იმუნიტეტი ძალად ექაჩება და მიათრევს სიმსივნეს. ანუ აცოცხლებს ადამიანს და არ იციან, რომ კიბო აქვს. კიბო პარანეოპლასტიკურ სინდრომშია ანუ სიმსივნის წინა ეტაპზე ან მისი ლატენტური ფორმაა. მაგალითად, ეს ხშირად მომხდარა ლატენტური ლიმფოგრანულომატოზის დროს. შემდეგ მისი გართულებაა ამილოიდოზი. მეორადი ფორმით ამილოიდოზი ყველაზე ხშირია თირკმლებში და კუჭ-ნაწლავში. ედსის მატების ან ანემიის დროს გამორიცხეთ ამილოიდოზი. მითუმეტეს, თუ ედსი დროში სულ მომატებულია და ანემია განმეორებადია. განმეორებადი ანემია და განაგრძლივებული მაღალი ედსი მიგანიშნებს, რომ მკურნალობის სქემა გადასახედია და ადამიანს მეტი და უფრო ზუსტი შველა სჭირდება, რომ სიცოცხლე ნაადრევად არ შეწყდეს. განმეორებადი ანემიები პარანეოპლასტიკური სინდრომის ჩამონათვალშია ანუ კიბოსწინარე მდგომარეობის. ანემია, სისხლის დიდი პრობლემის გარეშე არ ჩნდება. კიბო იწყება სისხლის დაზიანებით. მაგალითად, ლეიკემია ძვლის ტვინის დეპრესიაა .გამოვლინებამდე, ამ დროს, ჯერ ძვლის ტვინის გამოფიტვას ანემია იწვევს. ანემია სიგნალია, რომ ამ ადამიანს ჟანგვითი რეაქციების რთული მოშლა აქვს და პარანეოპლასტიკურ ანუ კიბოს წინარე სინდრომის ეტაპზე იმყოფება .ყველაფრის გამოსწორება შეიძლება. სხეულის ენა სწორედ ამ სიგნალებით გატყობონებს, რომ ადამიანს უფრო ზუსტი დახმარება ესაჭიროება.
ევროპული სტატისტიკით——გულის იშემიური დაავადებების დროს დიდი პროცენტი ამილოიდოზის ფონია. თუ ფაღარათი გაქრონიკულდა ამ დაავადებაზე გამოიკვლიეთ. შარდ-სასქესოს ამილოიდოზი——–კაცებში ერექციული დისფუნქცია და პოტენციის მოშლაა; ქალებში პრობლემური მენსტრუაციაა .საშვილოსნოდან სისხლდენები უშუალოდ საშვილოსნოს ამილოიდოზის მტკიცე დასტურია. ევროპაში ცალკე დიაგნოზია —-საშვილოსნოს ან შარდის ბუშტის ამილოიდოზი. ევროპაში და ამერიკაში, ძალიან ხშირად იწერება დიაგნოზი——-საშვილოსნოს ამილოიდოზი. ცნობილი სამედიცინო შეცდომაა——–საშვილოსნოს კიბო ჰგონიათ, ამოიკვეთება საშვილოსნო, რეალობაში კი საშვილოსნოს ამილოიდოზია.
ხშირად ვნახულობ, ანალიზებში ურეაქციოდ მიტოვებულ, მომატებულ ფოსფატაზას . ასევე ამ ადამიანს აქვს ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის შემაწუხებელი სიმპტომები, მაგ მცირედ აწეულ წნევაზე თავის ტკივილი და სხვა—— რომელსაც ვიღაცამ დიაგნოზად —-ნევროზი დაუსკვნა. ღვიძლის ამილოიდოზის ყველაზე ხშირი გამოვლინებაა———-ტუტე ფოსფატაზას მომატება ,ღვიძლის კიდის მცირე გადიდებით. ღვიძლის ფუნქციები ამ დროს, ის რაც ჩვენს პირობებში ისაზღვრება—– ნორმაა . სამწუხაროდ, ესაა ხშირად საფუძველი, რომ ღვიძლის მკურნალობა შეჩერდეს. აღარაფერს ვამბობ ამილოიდის მკურნალობაზე, რაც არის ამ დროს მთავარი სასიკვდილო მიზეზი. ტუტე ფოსფატაზას მატება მოკლე გზაა ლეიკემიისკენ, იმიტომ ,რომ ამ დროს ღვიძლის ამილოიდოზია და ღვიძლი ვეღარ ეხმარება იმუნიტეტს, შესაბამისად -სისხლს. ნაღვლის სადინარების შევიწროება, რომელზეც ხშირად , ექოს განხილვისას რეაქცია არ არის, მუცლის ექოსკოპიაზე, კარგად ჩანს ზომებით და გასაოცრად დაბალ ასაკებშიც წამოვიდა. ეს ვითარება გამზადებული ფონია ამილოიდების ჩასალაგებლად.
ცე რეაქციული ცილის ხანგრძლივად მატება ამ დაავადების მეტი სიმძიმის მახასიათებელია, მაგრამ ედსი უფრო მკვეთრი დასტურია. ცენტრალური ნერვული სისტემის ამილოიდოზი ყოველთვის ალცჰაიმერით მთავრდება. პროსტატიტი რომ ქრონიკულში გადავა, უხშირესად ამილოიდოზის ფონი ა. სხვა შემთხვევაში სიმსივნემდე ვერ მივა. თუ დიაბეტი 50 წელს ზევით გამოვლინდება , ეს უხშირეს შემთხევავში სისხლძარღვების ამილოიდოზია, პანკრეასის მითუმეტეს. .ამ დროს ათეროსკლეროზულ ფოლაქებში ამილოიდებია ჩაწოლილი. ქოლესტერინის სიჭარბე და ღვიძლის ამილოიდოზი თუ არ დავაკავშირეთ ერთმანეთთან, ბევრი მკურნალობა უშედეგო იქნება . ექიმიც არ უნდა იმის მიხვედრას ამ ტექსტის შემდეგ, რომ თუ ქოლესტერინის სიჭარბე სტატინებს არ ექვემდებარება ანუ ვერ შეძლო სტატინებმა მისი დროებით მიმალავა, ეს ე იგი ღვიძლის ამილოიდოზი გაქვს. ქოლესტერინის სიჭარბეზე მკურნალობა, ღვიძლის სრულფასოვანი დახმარების გარეშე, მარტო ერთი სტატინით ,ეს უკვე ძლიერი მხარეა იუმორის. რადგან ეს ყველაფერი—————- ღვიძლში ამინომჟავების მოშლით იწყება. დიაბეტის დროს ღვიძლის და პანკრეასის ამილოიდოზია. კატარაქტის და გლაუკომის ფონი ამილოიდებია. ფარისებრის დაავადებების და ჩიყვების დროს ,გადმოწეული თვალი ფარისებრის ამილოიდოზია. ლოკალურად გადმოწეული ცალი თვალი სისხლძარღვების ვენების და კაპილარების ამილოიდოზია. ხშირია ამ დროს გლიოზური ფონი. თვალის ან ღვიძლის ამილოიდოზის დროს ემერტეზე მინისებური სხეულის სისტემის პრობლემაა .ავტონომიურ ნერვულ სისტემაში ამილოიდები შეიძლება გამოიხატოს, უცებ წამოდგომაზე თვალის დაბნელებით მომენტალური, წნევის დაცემის გამო.
რატომ ემართება ადამიანს კლასიკური ამილოიდოზი ან სისხლძარღვების ამილოიდური ჩანართებით დალაქავება.
ბეტა ამილოდი ab ანუ ბეტა ამილოიდური პეპტიდი abp ესაა , ამილოიდის წინა სტადიის ცილის app-ს მეტაბოლიზმის შედეგი. ამილოიდი, როგორც ვთქვი სახამებლის პროტოტიპია .მასში იგულისხმება ის ამინომჟავები , რომლებიც ნერვულ ქსოვილში ატიპურ ბოჭკოვან ძაფებს ქმნიან. ე. ი. აბპე არის, აპპ ცილის ნაწილი. აბპ , ამინომჟავების დიდი მწკვრივების ურთულესი გრაფიკაა. საერთოდ ადამიანი, ბიოქიმიურ -ფიზიოლოგიურად ეს არის ამინომჟავური ჯაჭვების ურთულესი გრაფიკული ფორმულა. აბპ ანუ ამილოიდური ცილა მაშინ გროვდება სისხლძარღვებში და ორგანოებში, ,როცა მის წარმოშობასა და ნორმულ, ფიზიოლოგიურ დაშლას შორის მაწონასწორებელი თანაფარდობა ირღვევა, ფერმენტების დაზიანების გამო. თუ აბპ ნორმაშია, ის არ გროვდება , ტვინის ნეირონებიც ჯანსაღია და ნეიროტრანსმიტერები გამართულად მუშაობენ. შესაბამისად, არ არის არც სკლეროზები არც ნეიროდეგენერაციული დაავადებები, არც ფსიქოზები, არც დეპრესია და არც სისხლძარღვების დაზიანება, თავისი თრომბებით და ინფარქტ-ინსულტებით . ალცჰაიმერის პათოლოგიური მარკერების ათვლა აბპ-ზე ხდება. ამილოიდური ფიზიოლოგიის ჯანსაღი ბილიკები, როცა აბპ-ს დადებითი როლი აქვს, მოიცავს ამინომჟავების სასიცოცხლო ფუნქციებს, სადაც სეკრეტაზას ფერმენტები გადამწყვეტია ადამიანის სიცოცხლისთვის. აბეპეს პათოლოგიური როლი ახდენს—————-ანთებების მაცნეების——-გადახრილი ციტოკინ-ლეიკოტრიენების გააქტიურებას; თავისუფალი, კიბოს რადიკალების დაგროვებას; ორგანოების სიკვდილის სამზადისს; ტვინის გლიის დაზიანებას და ნეირონების სიცოცხლის შემოკლებას; ჟანგვით სტრესს, რომელიც ყველა დაავადების მექანიზმია; გლიოზების პათოლოგიურ გააქტიურებას მათ ქვემდებარე საინერვაციო ორგანოებში; დიბეტების გამოვლინებას, ჩიყვების გამოვლინებას, სახსრების და კუჭ-ნაწლავის დაზიანებას; სისხლძარღვების ათეროსკლეროზის დამართებას და შესაბამისად ,გულის დაზიანებას, შაკიკის გამწვავებას; ასთმის და ალერგიების გამოვლინებას. ანუ ვსაუბრობ, ამილოიდოზის, სისხლძარღვების ამილოიდების და ალცჰაიმერის გამომწვევ ცილაზე. შესაბამისად, ქოლესტერინის ქრონიკულ გამომწვევზეც . ამერიკულმა მედიცინამ დაადგინა, ამ ცილის პეპტიდებს გრანდიოზული ფუნქციები აქვთ. მათ შორის გენეტიკური. უმრავლესობას კი აქვს———-ქოლესტერინის გადაზიდვის და სისხლძარღვების გასუფთავების ფუნქცია . ზუსტად ამაში იმალება, ხანგრძლივი სიცოცხლის ძაღლის თავი. ანუ ნორმაში მყოფი ამილოიდი არის ჯანსაღი ადამიანი. ხოლო, ნორმდან გადახრილი ამილოიდი არის პრობლემური, სიცოცხლეშეზღუდული ადამიანი. სწორედ ამიტომ მოვაქციე ამ სტატიაში ამილინიც, ამილოიდოზიც ,ამილიოდური ცილაც და ალცჰაიმერიც. დღეს ადამიანებს სიცოცხლეს უმცირებს და კლავს ის , რომ ჯანდაცვის ზოგ რგოლში ქოლესტერინის სიჭარბეზე დაბალი დონის მიდგომებია. ეს რომ ასე არ იყოს,არც ამდენი სიკვდილობა იქნებოდა ,არც ამდენი დაავადება და არც ამდენი მათთან დაკავშირებული პრობლემები .იშვიათად, ზოგი ჭარბი ქოლესტერინი ამილოიდური გენეზის არ არის. მაგრამ, გართულებული ვარიანტები ყოველთვის ამილოიდურია. თუმცა ზოგი ტიპის ქოლესტერინის სიჭარბეს არანაკლებ მავნე ნივთიერებები იწვევენ. ამის განსხავებას გამოცდილი ექიმი ადვილად მოახდენს. როცა ვერ დიფერენცირდება ეს განსხვავება და ხშირი მახვილი არ არის ამაზე, ამიტომ არის ამდენი გულის ო პერაცია, ინფარქტი, ინსულტი, უეცარი სიკვდილი და თრომბირების პრობლემები. არასწორად ნამკურნალები ჭარბი ქოლესტერინი, მასალაა ალცჰაიმერის ჩამოსაყალიბებლად და ტვინისა და სისხლძარღვების გასანადგურებლად. .მეცნიერებმა აბპ პეპტიდი, პირველად ალცჰაიმერიან ადამიანში იპოვეს. ალცჰაიმერი სწორედ ამ ცილის ტოქსიკურობის მაღალი დონეა. დიდ ტექსტს არ დებს, ამიტომ ამ ცილის უფრო მეტ განხილვას ალცჰაიმერის მაგალითზე მომდევნო ნაწილში გავაგრძელებ. როცა ნორმიდან გადაიხრება აბპ პეპტიდი, ამინომჟავების ცვლების დარღვევების გამო, მაშინ მისი წინა ბიოქიმიური სტადია – აპპ ცილა——– აბპ -ს დალექავს სისხლძარღვებზე და ქმნის ამილოიდოპათიებს. რეალობის ამ მექანიზმით იტანჯება მოსახლეობის დიდი ნაწლი. ნორმიდან გადახრილი აბპ ანუ ამილოიდური ცილა პეპტიდი ნეირონებში ქმნის ჭარბ კალციუმს. ეს თანდათან იწვევს უჯრედების სიკვდლის , კიბოს ჩამოყალებებას , გულის მიტრალური სარქვლების კალცინოზს, რაც ევროპული სტატისტიკით , 98 პროცენტიანი მიზეზია ინსულტების . კალციუმის სიჭარბე პარანეოპლასტიკური სინდრომის ყველზე კლასიკური ნიშანია . ეს ყველაზე საჭირო მინერალი ,როცა ჭარბადაა , სიკვდილის ნამდვილი მაცნეა. თუ ქრონიკულად მომატებულ კალციუმს ნორმაზე დაიყვანთ კიბო აღარ იქნება. რადგან პარანეოპლასტიკური——–კიბოსწინარე სინდრომი უკან იხევს. აბპ პეპტიდის ანუ ამილოიდური ცილის კუმულირება თავის ტვინის სისხლძარღვებში და არტერიებში——– ესაა ევროპაში და ამერიკაში ყველაზე გავრცელებული დიაგნოზი———-ცერებრო ამილოიდური ანგიოპათია. მისი შედეგია ——გლიოზი, სპაზმი, თრომბი,ტვინის ნეირონების თანდათან სიკვდილი, სისხლის მიმოქცევის მოშლა , სისხლძრღვების გათხელება და დასუსტება,იშემია, დამბლები, ინსულტი. აბპ ამილოიდური ცილა ყველაზე მეტად აზიანებს —–სისხლძარღვებს , არტერიებს, კაპილარებს და ვენებს. ესაა თრომბის მთლად საწყისი მექანიზმი. არაექიმიც მიხვდება ,რა არაზუსტი მიდგომაა—– მუდმივად მიღებული სისხლის გამათხიერებელი, თუ მთავარ მიზეზის კუპირებაზე არ არის მოქმედება. ბევრჯერ ავხსენი და ძალიან უკიდურესად მარტივი ფორმით ისევ შევეცდები, გასაგები რომ იყოს. სისხლი არ არის ჭური, რომ ირეცხოს. ანტიკოგულანტს თავისი მოქმედების მოკლე დრო და აუცილებლობა აქვს , კოგულაციური მექანიზმების მკაცრი კონტროლით. ანუ ზედმეტად რომ არ გათხიერდეს სისხლძარღვი და არ გასკდეს. რადგან ანტიკოაგულანტი, როგორც სისხლს ათხიერებს , ისევე ათხელებს სისხლძარღვსაც. გათხელებული სისხლძარღვის მქონე ადამიანი, მუდმივად დგას სიცოცხლის შეწყვეტის საშიშროების წინაშე. მილიარდი ბიოქიმიური რეაქცია, მთელი მედიცინის სიკვდილ— სიცოცხლის გამარჯვების დროს , ბოლოს დადის ორ ბალანსზე , რისი შედეგია—— ადამიანის ან სიკვდილი ან გადარჩენა. .კიბოც რომ იყოს ბოლო სტადიის, ადამიანი არ მოკვდება, ეს ორი ბალანსი თუ შენარჩუნდა. 1——-მჟავა—ტუტოვანი წონასწორობა 2—–კოაგულაციური ბალანსი. ანუ სისხლი ისე არ უნდა გათხიერდეს, რომ სისხლძარღვიც გათხიერდეს და მისი ელასტივობა დაქვეითდეს. კოაგულაციური მექანიზმის ევროპული დადგენილი აქსიომააა ——-რაც უფრო მეტად თხიერდება სისხლი, მით მეტი თრომბი წარმოიშობა. თრომბი არ კლავს ადამიანს. ადამიანს კლავს აჩქარებული თრომბი ანუ ემბოლა ,ისიც იმ შემთხვევაში, თუ ის მოახერხებს გათხელებული სისხლძარღვის გახეთქვას . ანუ სისხლძარღვი თუ არ გასკდება, თრომბი არ კლავს ადამიანს. მიუხედავად ათასობით პარამეტრის ცვლილებისა , მაინც ეს არის გადამწყვეტი მექანიზმი———–უეცარი სიკვდილის, შაკიკის, პერფორაციის, ანევრიზმის , სისხლდენების, თრომბირების და შესაბამისად გულის უკმარისობის ან ინსულტის და სხვა. თრომბი, ყველა დისკომფორტის მომენტში ეცემა სისხლძარღვს————წნევის, შაკიკის შეტევის, გულის შეტევის, ნებისმიერი ორგანოს ტკივილის,თუნდაც პატარა დოზის თავის ტკივილის დროს. მაგრამ, ამ დროს სისხლძარღვის კედელი ისე გაფაშრებული არ არის, რომ გასკდეს. სიცოცხლე დგას——— ელასტიკურ, კუნთოვანი შრეებით დრეკად, ფოსფოლიპიდური კედლით მყარ , ამინომჟავური ბალანსით ძლიერ სისხლძარღვზე. ის მყარი და ელასტიკური იქნება თუ არანაირი შლაკი არ დაეფინება . მითუმეტეს, ამილოიდური წებოვანი შლაკი . დამზიანებელია ასეთი შლაკების ფონზე , უკიდურესად დასუსტებული სისხლძარღვის კედლის ხანგრძლივი გათხელება, თითქოსდა თრომბის კუპირებისთვის .მოკლევადიანი აუცილებელია. თუ პრობლემა არ მთავრდება მისი საწყისი მიზეზი უნდა ეძებო. სიცოცხლე იმდენად კონცენტრირებულია კოაგულაციურ თანაფარდობის მექანიზმზე, სისხლძარღვის გახეთქვამდე მისულ ადამიანს , სრულფასოვანი მკურნალობის დაწყებამდე ,სიკვდილი შეგიძლია შეუჩერო, აფთიაქის სამ ლარიანი, სისხლძარღვის დროებით და უცებ გამადრეკადებელი წამლით. უამრავი მქონია ამის დასტური მაგალითი პრაქტიკაში და ახლაც ხშირად მაქვს. სისხლძარღვის კედელთან ისევე არ შეიძლება თამაში , როგორც ჩვილი ბავშვის ძვალთან. უნდა ვიფიქროთ საწყის მექანიზმებზე .დაუშვებელია ანტიკოაგულანტის დანიშვნა, თუ არ ვიცით რა მონაცემების საზღვრებშია -პროტეინ ცე, ფილოქინონი, კალციუმი, მაგნიუმი, ე ვიტამინი, რუტინი და მსგავსი პარამეტრები. ასევე კოაგულოგრამის მონაცემები.
აბპ ცილა 21 ქრომოსომაშია. დაუნის სინდრომის დროს ტრისომიაა. ევროპული სტატისტიკით——ამ სინდრომის ადამიანები , ყველზე მეტად აბპ ცილით ასოცირებული დაავადებებით ავადობენ. აბპ ანუ ამილოიდური ცილა რკინის იონების უჯრედული გადამტანია. ამიტომაა რკინის სიჭარბე ალცჰაიმერის ხშირი მიზეზი. რკინის სიჭარბე და ნაკლებობაც ანუ რკინის ცვლის მოშლა პარანეოპლასტიკური სინდრომია . რკინის ისევ დაცემის შემდეგ ხელმეორედ გადასხმის დროს დიდი დაფიქრება გვმართებს. ეს რისკია ალცჰაიმერისთვის. რამდენჯერად არ უნდა გადაასხათ რკინა მისი დაცემის დროს, შემდეგ ისევ დაეცემა, თუ სათავო მიზეზზე მკურნალობა არ მო ხდება. თუ ბეტაინის და სხვა აუცილებელი პარამეტრების ცვლა ბოლომდე არ რეგულირდება, რკინა სულ დაეცემა და ბოლოს სიმსივნური პროცესი მიიღება. მითუმეტეს, თუ სხვა დამზიანებელი ფაქტორებიც არსებობს. მაგალითად, სხვა მძიმე მეტალების ზეწოლა, რაც ჩვენს პირობებში ამ ეკოლოგიის დროს ბუნებრივი დამზიანებელი გახდა. რკინის დაქვეითება ფიზიოლოგიურად პირდაპირპროპორციულია ჟანგბადის დაქვეითებასთან უჯრედში. თუ ა რ არის რკინის ნორმალური ცვლა —–არ არის ჟანგბადი .შესაბამისად არის თრომბი, რომელიც უჟანგბადო არეში სწრაფად ძლიერდება. ამერიკელ მეცნიერთა დიდი ხნის დაკვირვებებით და მტკიცებით —ამილოიდურ ლაქებსა და გორგალში ჩაწოლილია ალუმინის მასები. ნახულია ასევე სხვა მძიმე მეტალები . სრულიად ,მართალი ვარ ღმერთის წინაშე , რადგან დანიშნულებას არ ვწერ მანამ, სანამ მძიმე მეტალების ზეწოლის ხარისხს არ გავარკვევ პაციენტზე . რადგან , დადგენილია , რომ მძიმე მეტალები———კლავენ ტვინის ნეირონებს; აჩლუნგებენ , აბერებენ და შლიან ორგანოებს; იწვევენ არასწორ ჟანგვა-აღდგენას, რაც ყველა დაავადების მექანიზმია; იწვევენ ოქსიდაციურ სტრესს——-აგროვებენ თავისუფალ, კიბოს რადიკალებს;. ამცირებენ სიცოცხლის ხანგრძლივობას. მიზანი ამ თემის წარმოდგენის ,იყო ის საშიშროება, რომ ქოლესტერინის სიჭარბე მარტივად არის აღქმული ხშირად ჩვენს პირობებში და მხოლოდ სტატინის იმედზეა. ქოლესტერინი მხოლოდ რეგულირდება ამინომჟავების ფრაქციული დალაგებით, რომელშიც შედის ერთ-ერთ ამოცანად ,ცნობილი—- შარდოვანას ციკლის მოწესრიგება, დასაწყისში მეთიონინის ფრაქციის გამოსწორებით და ამ ყველაფრის , ბიოქიმიის კონტროლით აწყობა ბოლომდე. ეს არის ადამიანების სიცოცხლის ერთადერთი, მსოფლიო მედიცინის მაღალი დონის გზა. ურთულესია. ბევრ მუშაობას მოითხოვს ,მაგრამ გარკვეული კატეგორიის ექიმები სხვას—-უფრო მარტივ და დროებით გზას არ ვირჩევთ. სრულიად გამართლებულია და მსოფლიო მედიცინის უმაღლეს სტანდარტებს შეესაბამება, ქოლესტერინის მკურნალობის დროს სტრატეგიის აღება ამინომჟავების დაბალანსებაზე, ე საა ერთადერთი სასიცოცხლო გამოსავალი. ასევე პანკრეასსა და ღვიძლზე —– სრულ მეთვალყურეობაზე. ამის გათვალისწინების გარეშე მკურნალობა დაბალი სტანდარტისაა—— ამილინი აპპს შეესაბამება და ეს კუნძული ამილოიდის პოლიპეპტიდია. უნდა ვიცოდეთ რა სტრატეგია კურნავს ამილოიდურ ლაქებს და ჩანართებს ქოლესტერინის სიჭარბის დროს და რა პარამეტრები აჩერებს, რომ პროფილაქტიკა მოხდეს არტერიის და სისხლძარღვის დანაგვიანების. ეს პარამეტრები ცნობილია და ვიყენებთ შესაბამის დანიშნულებებში. რეალურად და ზუსტად მკურნალობ ჭარბ ქოლესტერინს? აჩერებ თრომწარმოქმნის მექანიზმებს, ინსულტს, ინფარქტს, უეცარ სიკვდილს, ალცჰაიმერს, ღვიძლის დაშლას და სხვა. ჯერ უნდა გავიგოთ რეალურად რა დაავადებაა , რა მიზეზით და შემდეგ ვუმკურნალოთ. ქოლესტერინის სიჭარბე 80 პროცენტზე მეტში ამილოიდური ფონისაა. ასევე სხვა ფონებიც არსებობს. ამიტომ სტატინზე დაყრდნობილი ადამიანი ,მხოლოდ დროებით და ზედაპირულ დახმარებას მიიღებს . ბევრი მაგალითია და ერთს ვიტყვი ტექსტის შეზღუდვის გამო. ავიღოთ ნიმანა-პიკის დაავადება. უმძიმესი დაავადებაა დიდი გართულებებით. მაგრამ ,დასაწყისში ბევრი ჩივილი არა აქვს . დარღვევა არის 11 12 18 ქრომოსომებში. ამჯერად სფინგომიელინი გროვდება სისხლძარღვების კედლებზე ამილოიდის ნაცვლად. ამ დაავადების დროს, ანალიზებში ჭარბი ქოლესტერინია და გარეგნულად გამოხატულებებია ან ფსორიაზით ან ეგზემით ან ლიმფომით და სხვა .
ის რაც გჭირთ—–სისხლძარღვებში ,არტერიებში, საძილე არტერიაში, ტვინის გლიაში , შესაბამისად ზემოთჩამოთვლილი დაავადებები———ყველფრის და ყველას მთავარი მიზეზი ამილოიდური ლაქები და ჩანართებია. ეს არის გზა კიბოსკენ. რადგან, დამტკიცებულია მედიცინაში, რომ გადახრილი აბპ პეპტიდი ქმნის პარანეოპლასტიკურ სინდრომს. რომ იცოცხლო არ უნდა გქონდეს ამილოიდური ჩანართები ან არ უნდა მივიდეს ამილოიდოზი ბოლო სტადიამდე .უხშირეს ად, ბიოფსიის გარეშე ჩვენს შემთხვევაში ამ დიაგნოზს ვერ დაიფიქსირებ. პირველ ეტაპებზე ბიოფსია არ კეთდება. მაგრამ გონიერი, გამოცდილი ექიმები არა მარტო ამილოიდოზის პირველივე სტადიას, არამედ ყველა ამილოიდურ ჩანართს და ლაქას, ამილოიდურ განწყობასაც დააფიქსირებენ და გარანტირებული სიცოცხლისთვის სისხლძარღვების სანაციას და ამილოიდური მიზეზების კუპირებას მოახდენენ. გახსოვდეთ, გაქრონიკულებული ანთებების დროს ან ლატენტური ტუბერკულოზია ან ამილოიდოზი. სამწუხაროდ, ეს უკვე მსოფლიო მედიცინის აქსიომაა. გაგრძელება იქნება.
მარინა ტოტოჩავა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share