ეს ის პრეზიდენტია, რომელსაც გუშინ რუსეთუმეს, მოღალატეს ეძახდნენ, დღეს კი “საოპეროდ” გამოწყობილები ტაშს უკრავდნენ – ოქიტაშვილი

კულტურის პალატის თავმჯდომარე, დათო ოქიტაშვილი პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის მიერ 9 აპრილთან დაკავშრებით გამართულ ღონისძიებას ეხმაურება და წერს, რომ იქ მისული ხალხის გამო შერცხვა.

„შუბლის ძარღვი როდესაც არ გაქვთ, ღირსება და პრინციპები, რომ არ გაგაჩნიათ, ეტყობა ადვილად ცხოვრობთ‼️

დღეს ოპერის თეატრში, პრეზიდენტთან შეხვედრაზე მისული, ისეთი ხალხი შევამჩნიე შეხვედრაზე , (ყველასააქვს უფლება სადაც უნდა იქ წავიდეს)რომ შემრცხვა‼️

ასე როგორ იცვლიან ტყავს, პოზიციას, შეხედულებებს!?

ეს ის პრეზიდენტია, რომელსაც გუშინ რუსეთუმეს, ქაჯს, სამშობლოს მოღალატეს,და მრავალ შეურაცმყოფელ ეპითეტს ესროდნენ, შვილებს უბულინგებდნენ, დღეს კი “საოპეროდ” გამოწყობილ-დაწყობილები ტაშს უკრავდნენ‼️

-თქვენ თუ მეხსიერება გღალატობთ, სხვებს გვახსოვს‼️

ასეთ დროს მახსენდება-

“ხალხი ბრბოა, დღეს ლაფს გესვრიან, ხვალ მოვლენ და შენს ფეხის ნაბან წყალს დალევს‼️

” სამარცხვინოები ხართ!“ – წერს დათო ოქიტაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share