საფრანგეთი საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს

საფრანგეთის ტურიზმის ასოციაცია ქვეყნის მოქალაქეებს აფრთხილებს თავი შეიკავონ საქართველოში ვიზიტისგან. სავარაუდოდ ეს მოწოდება თბილისში 5 ივლისს პოლონეთის მოქალაქეზე თადასმა გახდა.
ინფორმაციაში, რომელსაც საფრანგეთი-საქართველოს ურთიერთ თანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ (სულა) სულაშვილი ავრცელებს: “საფრანგეთის ტურიზმის ასოციაციის ცნობით, 2 დღის განმავლობაში 471-მა ტურისტმა გააუქმა დაგეგმილი სამოგზაურო ვიზიტი საქართველოში. სოციალურ ქსელებში ვრცელდება პრევენციული განცხადებები: თუ გაქვთ სვირინგები; განსხვავებული ვარცხნილობა; გიყვართ ზაფხულის მოდის თამამი ჩაცმულობა, თავი შეიკავეთ საქართველოში მოგზაურობაზე. “ბლიად” კანიბალიზმია!?”-წერს სულაშვილი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share