“მწვანე პასპორტის” ამოქმედებიდან 2 კვირაში მედიკოსები ინფიცირებულთა რიცხვის კლებას ელოდებიან

“მწვანე პასპორტის” ამოქმედებიდან 2 კვირის განმავლობაში ინფიცირებულთა რიცხვის გარკვეული კლებაა უნდა მოხდეს – ამბობენ ეპიდემიოლოგები. მედიკოსები არსებულ ეპიდვითარებას კვლავ საყურადღებოს უწოდებენ და ამბობენ, რომ პანდემიის დამარცხების გზა მხოლოდ მასობრივ იმუნიზაციაზე გადის.

“საყურადღებოა ძალიან, ის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, რომელიც გვაქვს და სამწუხაროდ ლეტალობის ძალიან მაღალი მაჩვენებელი, რომელიც ბოლო პერიოდში ფიქსირდება. “მწვანე პასპორტი” ალბათ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უკვე ამოქმედებიდან 2 კვირაში მონაცემების კლებას შევხედოთ,” – აცხადებს მედიცინის აკადემიური დოქტორი მაკა ბულეიშვილი.

აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგი ნათია გორდაძე ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალური შემთხვევების შემცირებისთვის რეკომენდაციების დაცვისა და ვაქცინაციის მნიშვნელობას უსვამს ხაზს:

“ყოველდღიური ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი, ეს არის ჩვენს მიერ ყოველდღიურად დარღვეული რეკომენდაციების და იმუნიზაციის პროცესში არჩართულობის  შედეგი,” – განაცხადა ნათია გორდაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: