თბილისში რუსთაველის გამზირზე, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მაგველაშვილმა. მისი თქმით 1989 წლის 9 აპრილსა და დღევანდელ 9 აპრილს აერთიანებს ის, რომ მაშინაც და ახლაც საქართველოს მთავრობა არის მოსკოვიდან მართული.
“მინდა პატივი მივაგო იმ ადამიანების ხხოვნას, 1989 წლის 9 აპრილს აქ რომ იდგნენ უიარაღოდ, გაერთიანებული სამშობლოს სიყვარულით ვისაც რუსეთის ჯარმა აქ უმოწყალოდ გადაურა.. სამწუხაროდ, დღეს იმ პერიოდთან გვაერთიანებს, ის, რომ მაშინაც მთავრობის სახლში იჯდა რუსეთიდან მართული კომუნისტური რეჟიმი და დღესაც საქართველოს მთავრობაში არის მოსკოვიდან მართული პუტინისტური ხელისუფლება. სამწუხაროდ, ეს არის ერთიანობა დღევანდელი დღისა და 89 წლის 9 აპრილის. ეს არის სამწუხარო, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ როგორც მაშინ გვქონდა ვალდებულება, რომ სამშობლო რუსებისგან გვეხსნა დღესაც ზუსტად იგივე ვალდებულება დგას ჩვენ წინაზე“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისი სიტყვებით, საქართველომ მე-4 საუკუნეში როცა აირჩია ქრისტიანობა მაშინ განსაზღვრა, რომ არის დასავლური ერი და ამის შემობრუნება არ უნდა დაუშვან. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი სამშობლო არა რუსეთის გუბერნიაა. არამედ არის თავისუფალი, თავისუფლების მოყვარე ადამიანთა ერთობა, რომლის ადგილიც არა რუსეთის მონობაში რამედ ევროპის თავისუფალ ერებთანაა“. “მიგვაჩნია ეს ხელისუფლება პრორუსულ მთავრობად ისევე როგორც 89 წელს იჯდა აქ კომინისტური მთავრობა, ზუსტად ერთი და იგივეა ერთნაირად მართული მოსკოვიდან“,- თქვა გიორგი მარგველაშვილმა.
გიორგი მარგელაშვილს მიაჩნია, რომ საქართველოს არსებული ხელისუფლება „საშიშია ამ გზაზე“. მისი სიტყვებით უნდა შესრულდეს საბოლოო მიზანი და არ უნდა წამოეგონ პროვოკაციებზე, რომელიც იქნება იმგვარი როგორც ამას აკეთებდა კაგებე და რომელსაც იყენებს ეფესბე – “ეს არის ერთმანეთზე გადაკიდება და დაქსაქსვა”, მაგრამ მისი სირტყვებით ისევე როგორც 1989 წელს ახლაც “საქართველოს ამოცანაა ხელისუფლებიდან გაუშვან რუსები”.