ოზურგეთში შესრულებულ “კედლის მხატვრობას” გურულებმა “გაქცეული ქოცები” უწოდეს

ქალაქ ოზურგეთში, ნინოშვილის ქუჩაზე, “მედალფას” კლინიკის აღმართში, კედელზე განხორციელებულმა კედლის მხატვრობამ, ადგილობრივი მოსახლეობა ხუმრობის ხასიათზე დააყენა.

გურულებმა ამ “შემოქმედებას” “გაქცეული ქოცები” უწოდეს.

ოზურგეთის ქუჩაზე კედლის მხატვრობები მასიურად ავთანდილ თალაკვაძის მერობის დროს დაიწყო და მასში ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარკვეული ფინანსები იდება.

პირველად გურულებმა მკვეთრად უარყოფითი რეაქცია ქალაქის ცენტრში, ერთ ერთ 12 სართულიან კორპუსზე გამოსახული ილია ჭავჭავაძის პორტრეტის გამო გამოხატეს.

უმრავლესობის აზრით ილია საერთოდ არ გავდა ილიას.

შემდეგომი პროტესტი ადგილობრივებში კედლებზე მოხატულმა გურულმა მოჯირითეებმა გამოიწვიეს.

ბევრის აზრით, ოზურგეთის მერიის მიერ დაფინანსებულ ნახატებზე არა მოჯირითე გურულები, არამედ ლაზები იყვნენ გამოსახულნი.

საავადმყოფოს აღმართში დახატულმა გურულმა მოჯირითეებმა კი, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ადგილობრივები, იუმორის ხასიათზე დააყენა და ოზურგეთის ცენტრში შექმნილ ამ “შედევრებს,  “გაქცეული ქოცები” შეარქვეს.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share