ილია ლეჟავა განთავისუფლდა-თუმცა სასამართლო განხილვა მიმდინარეობს

ოზურგეთის სამხედრო განყოფილების ყოფილ უფროსს, ილია ლეჟავას, აღმკვეთი ღონისძიება შეეცვალა და ის ამჟამად თავის საცხოვრებელ სახლში იმყოფება:

“სასამართლომ გაითვალისწინა ილია ლეჟავას ჟანმრთელობის მდგომარეობა და ის წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლა, თუმცა სასამართლო განხილვა მიმდინარეობს და საქმე გრძელდება” – განუცხადა “გურიის მოამბეს” ილია ლეჟავას ადვოკატმა, ლევან ზაქრაძემ.

ოზურგეთის მერიის სამხედრო განყოფილების ყოფილი უფროსი, ილია ლეჟავა, სუს ის ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა, მიმდინარე წლის დასაწყისში ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა.

თუმცა მანამდე ლეჟავა ოზურგეთის მოქმედ მერს დაუპირისპირდა, ის ზეწოლაში დაადანაშაულა და მისი თანამდებობიდან დათხოვის გამო ამ უკანასკნელს სასამართლოში უჩივლა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share