ოზურგეთის, ასევე გურიის მოსახლეობის უმრავლესობა, სურსათ სანოვაგესა და პირველადი მოხმარების ნივთებს, მეზობელ თურქეთში იძენს.~
როგორც „გურიის მოამბესათვის“ ხდება ცნობილი, ადგილობრივი მოსახლეობა, საქართველოში ყველა სახის პროდუქტზე ფასების მკვეთრი მატების გამო, იძულებულია ცხოვრებისათვის აუცილებელი პროდუქტებისა და ნივთებისათვის შესაძენად მეზობელ თურქეთში გადავიდნენ.
ფასების მკვეთრი განსხვავების გამო-თურქეთში ნებისმიერი პროდუქტი მინიმუმ 40% ნაკლები ღირს-ბოლო პერიოდში სულ უფრო იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც მეზობელ ქვეყანაში ვაჭრობს.
არაოფიციალური მონაცემებით, ყოველდღიურად საქართველოს მოქალაქეთა მეზობელ ქვეყანაში ვაჭრობის მოცულობა რამდენიმე მილიონ ლარს აღემატება.
თვითმხილველები გვეუბნებიან, რომ საქართველო თურქეთის საზღვარზე ათასობით მოქალაქეა და თავისთავად გადამსვლელ-გადმომსვლელთა რიგები დგას.
რედაქცია დაინტერესდა რა განაპირობებს საქართველოში ფასების მკვეთრ ზრდას და აკეთებს თუ არა ხელისუფლება რაიმეს მაინც, რომ ამ ხრივ მოსახლეობამ რაიმე შეღავათი იგრძნოს და ელემენტარულად, ზეთის, ქათმისა თუ ინდაურის და შაქარის შესაძენად ასეული კილომეტრი არ გაიაროს, რომ ეს პროდუქტები მეზობელ თურქეთში შეიძინოს.
როგორც ჩვენ ადგილობრივი ბიზნესმენები გვეუბნებიან, ქართულ ბაზარზე პროდუქციის გაძვირებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, ძირითადა კი ეს ე.წ. „ქეშბექი“ და ასევე ე.წ. „მარკეტინგული ბიზნესია“.
ამ სახელებმა არ უნდა მოგვატყუოს, რადგან, ჩვენი წყაროების ინფორმაციით, ორივე ძირითადად ბაზარზე რუსული მართვის სტილის დანერგვამ და რუსულმა ინვესტიციებმა განაპირობეს.
მაგალითად „ქეშბექი“ საქართველოში მასიურად ე.წ. სავაჭრო ქსელების განვითარების შემდეგ დაინერგა, რასაც პრინციპში ემთხვევა ქართულ ბაზარზე პროდუქციაზე ფასების მატების მკვეთრი ზრდა.
ამ ბაზარზე ლიდერობენ „მაგნიტი“. „ორი ნაბიჯი“, „სპარი“,“ნიკორა“, „კარფური“ და ასე შემდეგ. თითოეული მათგანი საქართველოში ასეულობით სავაჭრო ცენტრს ფლობს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში.
სხვათაშორის „ქეშბექი“ პირველად ჩვენთან „კარფურმა“ დანერგა.
რას ითვალისწინებს „ქეშბექი“? მაგალითად ხარ პროდუქციის მწარმოებელი კომპანია, და შენი პროდუქციის გატანა გინდა ბაზარზე, არცერთი ეს კომპანია საკუთარ ქსელში შენს პროდუქტს არ შეუშვებს თუ არ დათანხმდი მის პირობებს, კერძოდ შეგაქვს 10 ლარის პროდუქცია, ის შენ გირიცხავს 10 ლარს, მაგრამ იმისათვის რომ მან შენი პროდუქცია მის ქსელში შეუშვას შენ უნდა ათანხმდე მის პირობებს და ერთ ერთი „ქეშბექია“ რაც ნიშნავს იმას, რომ როცა ქსელი შენი პროდუქციის ღირებულების თანხას-10 ლარს გინაზღაურებს, შენ მას აქედან 3 ლარს უკან უბრუნებ ოფიციალურად. ანუ უკვე შენი პროდუქცია რომელიც შესაძლებელი იყო 7 ლარად შეგეტანა ქსელში მისი ღირებულების 42% „ქეშბექის“ დახმარებით იმატებს, თანაც ქსელი გავალდებულებს, რომ – შენ სხვა ქსელში ამ პროდუქციას უფრო იაფად ვერ შეიტან.
ეს ისეთის სისტემაა და ქსელური მაღაზიების მოქმედებები ის არიან ერთმანეთთან ორკესტრირებული, რომ ამ სქემაში ჩართვაზე უარს მარტო დამწყები კომპანიები, მაგალითად კვერცხის მწარმოებლები, კი არა, თვით „კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯია“ და „ნაბეღლავიც“ ვერ ამბობს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ამათაც კი ეს პირობითად რომ ვთქვათ „ქსელური“ კასტა, ბაზარზე მნიშვნელოვნად შეზღუდავს.
როგორც ზემოთ ვთქვით, სწორედ ეს „ქეშბექია“ ძირითადად იმის მიზეზი, რომ ქართულ ბაზარზე პროდუქცია მინიმუმ 42% გაძვირდა, მაგალითად დაგებადებათ კითხვა რატომ უნდა გაძვირებულიყო „ნაბეღლავი“ ან „კოკა კოლა“?
ქსელური ნაღაზიების დიქტატი, ერთის მხრივ და მონოპოლია, ასევე მეორეს მხრივ მარეგულირებელი კომპანიების გულგრილობა განაპირობებს იმ მძიმე ვითარებას, რაც ჩვენ ამ ბაზარზე გვაქვს.
მაგალითად კომპანია „ნიკორამ“, როგორც ჩვენი წყარო გვეუბნება, შესაძლოა თავისი პროდუქციის წარმოებაც კი შეამციროს, იმდენად მაღალია მისი ქსელური მაღაზიების მოგება, საკუთარი პროდუქციიდან მიღებულ დივიდენდებთან შდარებით.
მეორე ფაქტორი, რომელიც პროდუქციას 42% ზე ზემოთ აძვირებს, ე.წ. „მარკეტინგული ბიზნესია“ – ანუ ვერც ერთი ბრენდი ვერცერთ სავაჭრო ცენტრში ვერ განათავსებს თავისი ბრენდული ნიშნით დანადგარს, სადაც მისი პროდუქცია იყიდება, თუ ქსელს მნიშვნელოვან თანხას არ უხდის, ცნობილი ბრენდები, ძირითადად ალკოჰოლური, უალკოჰოლო, საკვები პროდუქციისა და ნაყინის მწარმოებლები, ასეთი სერვისისათვის სავაჭრო ქსელებს ყოველწლიურად ასეულობით ათასს დოლარს უხდიან, რაც თავისთავად აისახება ამ პროდუქციის ფასზე.
ჩვენ ოზურგეთში რამდენიმე ბიზნესმენს ვესაუბრეთ და ისინი შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოებიდან გულგრილობის მიზეზებზე დაბეჯითებით ვერ საუბრობენ, თუმცა არსებობს ვარაუდი, რადგან საქართველოში ბიზნესი „სახელისუფლებო კაპიტალიზმის“ რანგში ვითარდება, ანუ ნებისმიერ სფეროს ხელისუფლების ესა თუ ის გავლენიანი წარმომადგენელი კურირებს, ანუ „წილში ზის“ , შესაძლოა ეს „ქსელური“ კასტა, სახელისუფლებო შტოსა და მმართველი პარტიის ერთ ერთი ძირითადი დონორია, ე.წ. „შავი ფულის“ აკუმულირების“ მხრივ, მმართველ პარტიას კი სულ უფრო მეტი და მეტი ფინანსური რესურსი უჯდება ხელისუფლების შენარჩუნება მზარდი უკმაყოფილების ფონზე საკუთარი ელექტორატის მკვეთი შემცირების გამო.