დაბა ურეკში, კულტურის სახლთან არსებული ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი ჩატარდა

დაბა ურეკში, კულტურის სახლთან არსებული ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი ჩატარდა, სადაც ვაჟთა მგალობელმა გუნდმა, საესტრადო და ხალხურ საკრავთა გუნდებმა, ასევე კვინტეტმა „დომინანტა“ შეასრულეს სხვადასხვა მუსიკალური ნომერი.
ღონისძიებას ოზურგეთის მერის მოადგილე ნათია გოლიაძე, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის წარმომადგენლებთან და მოქალაქეებთან ერთად დაესწრო.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share