რიკოთზე მოძრაობა, დღეიდან, მსუბუქი მანქანებისთვის სპეციალური რეჟიმით აღდგება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეიდან რიკოთზე მოძრაობა მსუბუქი ავტომობილებისთვის სპეციალური რეჟიმით აღდგება.

“13 აპრილის 07:00 საათიდან რიკოთის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგება დაწესებული სპეციალური რეჟიმით, კერძოდ:

07:00 საათიდან 19:00 საათამდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 114-ე კმ-დან (ახალსოფლის კვანძი) 194-ე კმ-მდე (ზესტაფონი) გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის.

21:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე ამავე მონაკვეთზე გადაადგილდებიან მხოლოდ სატვირთო ავტომანქანები. სატვირთო ავტომანქანები გადაადგილდებიან პატრულის მკაცრი ზედამხედველობით, ინტერვალებით, გაუჩერებლად და რევერსულად ანუ ცალმხრივად, მიმართულების შეცვლით” – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share