IRI-ის ოფისში “ქართული ოცნებისა” და შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა სალომე სამადაშვილმა თქვა, მხარეებს შორის პოზიციები დაახლოვდა:
ჩვენ ვფიქრობთ, რომ არის საკითხები, სადაც დავაახლოვეთ პოზიციები და ეს ამნისტია ვერანაირად ვერ დაიცავს ვერავის, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის სხეულების განზრახ მძიმე დაზიანებებზე და ვერ დაიცავს ვერავის, ვინც გასცეს ბრძანება. ის ადამიანები, ვინც არიან დასახიჩრებულები, მათ დასახიჩრებაზე პასუხისმგებელ პირებს არ შეეხება ამნისტია. ეს არის “ოცნების” პოზიციაც. როგორ გაიწერება ამნისტიის კანონპროექტი, ამაზე ხვალ გავაგრძელებთ საუბარს და კონსულტაციებს… ხვალ იწყება შეთანხმების შესრულება. ოპოზიცია დარეგისტრირდება პარლამენტში, მერე გადაიდგმება ნაბიჯი გიორგი რურუას გათავისუფლების შესახებ… ეს დოკუმენტი ევროკავშირის მედიაციითაა მიღწეული. პატივს ვცემთ და ვიზიარებთ ნიკას აზრს, ამაზე გვექნება მსჯელობა მათ შორის მედიატორებთანაც და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მთავარია მივყვეთ შეთანხმების შესრულებას. ეს არის უკიდურესად მნიშნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, – ამბობს სალომე სამადაშვილი.