პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი აირჩია

82 მომხრე, 2 მოწინააღმდეგე – პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი აირჩია.

კალანდარიშვილი ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტს კიდევ 6 თვით დაიკავებს.

გადაწყვეტილებას კენჭი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს.

დეპუტატებმა ცესკოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე მოქმედი თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის გარდა, ცესკო-ს წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე მოქმედ წევრებს – მაია ზარიძესა და გია ცაცაშვილს დაუჭირეს მხარი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share