საუკეთესო ახალგაზრდობა გვყავს, მაგრამ რობოტებივით და ზომბებივით ნუ იქნებიან, აზროვნება ისწავლონ. შეიძლება გეგონოს, ქრისტეს საქმეს აკეთებ და სინამდვილეში ბარაბას საქმეს ემსახურებოდე – ამის შესახებ ბოდბის მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა დიდი ხუთშაბათის ღვთისმსახურების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.
მსოფლიო და კაცობრიობა ყოველთვის არჩევანის წინაშე დგება ხოლმე – გადის თუ არა ბზობის დღესასწაული, დედამიწაზე ყველაფერი, ისტორიაც მეორდება და ისევ ვდგებით ხოლმე არჩევანის წინაშე. გადახედეთ საქართველოს ისტორიასაც – მაშინვე დგება ხოლმე: ქრისტე თუ ბარაბა. გამიხარდა რომ წელს ძალიან ცოტა ხალხი იყო იმასთან შედარებით, ვიდრე ისრაელში. მაშინ ბარაბა აძახებინეს ყველას. ახლა, ბარაბას არავის არ ვარქმევ, მაგრამ არის საქციელები, ადამიანი თვითონ უნდა ერიდებოდეს, რომ ბარაბად არ აღმოჩნდეს. ჩვენი ერი არასდროს არ მიიღებს, რომ ბარაბას საქციელს ქრისტეს საქციელი დავარქვათ. ახალგაზრდობას მინდა ვუთხრა, რომ საუკეთესო ახალგაზრდობა გვყავს, მაგრამ რობოტებივით და ზომბებივით ნუ იქნებიან, აზროვნება ისწავლონ. შეიძლება გეგონოს, ქრისტეს საქმეს აკეთებ და სინამდვილეში ბარაბას საქმეს ემსახურებოდე. რუსულ სიტყვას ვიტყვი” ურა პატრიოტი” იყო.” – განაცხადა მეუფე იაკობმა.