ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, გუშინ, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი დაიწყო, რომლის პირველ საშეჯიბრო დღეს ხუთმა ქართველმა მოჭიდავემ იასპარეზა, ოთხს კი მედლის შანსი აქვს: ერთი ოქროსთვის იბრძოლებს, სამი – ბრინჯაოსთვის.
77 კგ წონით კატეგორიაში უმედლოდ დარჩა იური ლომაძე, რომელმაც იტალიელ ლუკა დარიოცის (9:0) და ესპანელ მარკოს მეხიასს (10:0) იოლად აჯობა, მაგრამ მეოთხედფინალში უნგრელ ზოლტან ლევაისთან დამარცხდა (1:3), რომელიც ფინალში ვერ გავიდა და ქართველიც რეპეშაჟს მიღმაც აღმოჩნდა.