რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტორს პრესსპიკერის, მარია ზახაროვის თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ნიუ-იურკში ჩავიდა, სადაც 24-25 აპრილს გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას. ზახაროვას თქმით, ლავროვი გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომას უხელმძღვანელებს:
“სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა. ხვალ მისი თავმჯდომარეობით გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება”- წერს მარია ზახაროვა “ტელეგრამ” არხზე.
გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელის, ვასილ ნებენზიის განაცხადების მიხედვით, რუსეთს განსახილველად არაერთი თემა დაუგროვდა.
დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გაეროს გენელარულ მდივანს, ანტონიო გუტიერეშს შეხვდება.
რუსეთი 1-ელი აპრილიდან, ერთი თვით გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გახდა.