მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომიდან მეცხრე დღეს, თომას კვირის სამშაბათს, მიცვალებულთა მოხსენიებას და საფლავთა კურთხევას აღასრულებს.
თომას კვირის სამშაბათი დღე მიცვალებულთა მოხსენიების დღეა, რომელიც ეკლესიებში აღინიშნება. ტარდება გარდაცვლილთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდები, ამ დღეს ადამიანები იხსენებენ გარდაცვლილთა სულებს, გადიან საფლავებზე, ანთებენ სანთელს.
ამ დღეს ადამიანები თავიანთი მიცვალებულების სახელზე ეკლესიისა და უპოვარი ადამიანებისთვის შესაწირს გასცემენ.
ამ დღეს აუცილებელია გარდაცვლილთათვის ლოცვა.