ზაფხულში მოსალოდნელი ტემპერატურა კლიმატურ ნორმასთან შედარებით 1-2 გრადუსით მაღალი იქნება

ზაფხულში მოსალოდნელი ტემპერატურა კლიმატურ ნორმასთან შედარებით 1-2 გრადუსით მაღალი იქნება.

სინოპტიკოსების ვარაუდით შესაძლოა ტემპერატურამ 40 გრადუსს გადააჭარბოს.

“როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, ზაფხულის საშუალო ტემპერატურა კლიმატურ ნორმასთან შედარებით 1-2 გრადუსით მაღალი იქნება, ნალექების რაოდენობა კი ნორმაზე ნაკლები. ცალკეულ დღეებში შესაძლოა ტემპერატურამ 40 გრადუსს გადააჭარბოს. რაც შეეხება უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს, შედარებით გრილი და ნალექიანი ამინდი 16 ივნისამდე შენარჩუნდება.

დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 22-27 გრადუსის ფარგლებში იქნება, აღმოსავლეთში კი 25-30 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი, ხოლო თბილისში 28-30 გრადუსისია ნავარაუდევი. 16 ივნისიდან ზოგიერთ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა შენარჩუნდეს, თუმცა ტემპერატურა კვლავ მოიმატებს.” – ამბობს სვეტლანა ნიორაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share