არ შეიძლება, საქართველოს მოსახლეობის სახელით ლაპარაკობდნენ ის ადამიანები, რომლებმაც ეს ქვეყანა დაანგრიეს – ოქიტაშვილი

არ შეიძლება რომ საქართველოს მოსახლეობის სახელით ლაპარაკობდნენ ის ადამიანები, რომლებმაც ეს ქვეყანა დაანგრიეს, – ამის შესახებ კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა 30 აპრილს დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

„ქართველი ხალხის არჩევანი არის არა ის დემაგოგები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას უთხრიან ძირს, არამედ ისინი, ვინც 30-ში შევიკრიბებით და მთელს მსოფლიოს ვეტყვით რომ მოგვცენ ჩვენს ქვეყანაში ნორმალურად სუნთქვის და არსებობს საშუალება”, – აცხადებს ოქიტაშვილი.

„მოვდივარ” – ამ სახელწოდების აქცია თბილისში 30 აპრილს გაიმართება. „არა ომს – მშვიდობა ჩვენს ქვეყანას”, – ეს იქნება მთავარი სათქმელი, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეკრებაზე გააჟღერებენ. გზავნილების ადრესატები პოლიტიკური სპექტრი და არასამთავრობო ორგანიზაციები იქნებიან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share