ბათუმი „ბათუმობა 2023″-ის სამზადისშია. 29 აპრილს თვითმმართველ ქალაქად გამოცხადების 135 წლისთავს ქალაქი გრანდიოზულად აღნიშნავს.
მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია არაერთი აქტივობა, მათ შორის საპატიო ბათუმელების დაჯილდოება, ქართული მუსიკალური და ფოლკლორული ნომრები, სპორტული ღონისძიებები და სხვ.
საზეიმო განწყობის შესაქმნელად, ღონისძიებების ჩასატარებელი ადგილები და ქალაქის ცენტრალური ქუჩები, მორთული იქნება ბათუმის თემატიკით დაბრენდილი ბანერებით, ფერადი დროშებით, ალმებითა და ყვავილებით.
ბათუმის ბოტანიკური ბაღი დღესასწაულთან დაკავშირებით, სტუმრებს უფასოდ მოემსახურება, 21:00 საათზე კი გრანდიოზული გალა-კონცერტი გაიმართება.