ქართველმა “ტროლებმა” რუს “ტროლებს” აჯობეს – ვიოლა ფონ კრამონი მის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას ეხმაურება – ამის შესახებ გერმანელმა ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.
“მომილოცავს! “თვის ტროლის” ჯილდო ამჯერად აუცილებლად გადმოგეცემათ ქართველ “ტროლებს”. მათ რუს “ტროლებსაც” კი აჯობეს. რატომ? მათ მე ჰერმან გიორინგის შესაძლო ნათესავად გამამწესეს. მსგავსი აზრი მხოლოდ მათ მოუვათ თავში, ვინც ჩემი ქალიშვილობის გვარის “გერინგის” რუსულ თარგმანს აიღებს. “გერინგი” და “გიორგინგი” კირილიცათი ერთნაირად იწერება. ლათინურ დამწერლობაში კი ამ ორ გვარს არაფერი აქვს საერთო. ისევე, როგორც, საბედნიეროდ არც მე მაკავშირებს რაიმე ნაცისტ პოლიტიკოსსა და ომის დამნაშავე – ჰერმან გიორინგთან.
მეორე “ფეიკი” კიდევ უფრო აბსურდული და უხერხული იყო. ნასვამი ქალი (ბრიტანულ) ქორწილში. სიამოვნებით წავიდოდი ქართულ ქორწილში, მაგრამ ჯერ არავის დავუპატიჟებივარ. ამ ქალბატონთანაც არაფერი მაქვს საერთო. ეს კლასიკური “დიიფ ფეიკ” ვიდეო იყო.
საინტერესო გარემოებაა, რომ ეს ფეიკები ძირითადად მმართველი პარტიის მხარდამჭერების მიერ იქნა გაზიარებული. საფიქრებელია, რომ სავარაუდო დამკვეთიც აქ უნდა ვეძებოთ. ვფიქრობ, უმჯობესია ღია პოლიტიკური დისკუსიების გამართვა. შეთითხნილი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად.”,- ამბობს ევროპარლამენტარი.