დღეს ლანჩხუთის კულტურის ცენტრში პროექტის ,,გადაწერე ვეფხისტყაოსანი“ პრეზენტაცია მოეწყო.
ღონისძიებას ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი, პირველი მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, ნიგვზიანის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ირაკლი (წულაძე), პედაგოგები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
მათ მონაწილეობა მიიღეს ,,ვეფხისტყაოსნის“ გადაწერაში.
პირველი ჩანაწერი ლანჩხუთის მერმა გააკეთა.
პრეზენტაცია ფოლკლორის განყოფილების ორგანიზებით გაიმართა.
პოემის ერთი სტროფის გადაწერა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.