რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ვოლოდიმირ ზელენსკი ლიკვიდაციას აანონსებს.
მედვედევის თქმით, დღევანდელი ტერორისტული აქტის შემდეგ, სხვა გზა აღარ რჩება.
„დღევანდელი ტერორისტული აქტის შემდეგ, ზელენსკის ფიზიკური ლიკვიდაციის გარდა, სხვა გზა აღარ რჩება. ის უპირობო კაპიტულაციაზე ხელმოწერისთვისაც კი არ არის საჭირო. როგორც ცნობილია, ამ აქტისთვის ჰიტლერსაც არ მოუწერია ხელი. შემცვლელი ყოველთვის მოიძებნება“, – წერს მედვედევი „ტელეგრამის“ არხზე.
პუტინის პრესსამსახური ამტკიცებს, რომ უკრაინა ვლადიმერ პუტინის მკვლელობას შეეცადა. კრემლში ირწმუნებიან, რომ ოთხშაბათს, ოფიციალურმა კიევმა ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე, დრონებით იერიში მიიტანა.