მიხეილ სააკაშვილი თავის თავს უქმნის პრობლემებს, რას მოდიოდა – ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
“ვინ უქმნის ჯანმრთელობის პრობლემებს? – ხომ თავის თავს უქმნის პრობლემებს. უბრალოდ ციხეში ყოფნა არ შეუძლია. ხომ იცოდა თავის ამბავი, რას ჩამოდიოდა? რას მოდიოდა მე-19 საუკუნის რევოლუციონერივით? დატეულიყო იქ, სადაც იყო, უკრაინაში და ეს ამბავი მის თავს არ მოხდებოდა. ხომ იცოდა მის წინააღმდეგ საქმე რომ იყო აღძრული. ამას კიდევ საზღვრის უკანონო კვეთა დაამატა. ხომ იცი, რომ ციხეში და გამოკეტილ სივრცეში ჯდომა არ შეგიძლია, შენი ხასიათის და გაქანების კაცს. უსაყვედუროს იმ ხალხს, რომლებმაც დაარწმუნეს ჩამოსვლა. დატეულიყო იქ, სადაც იყო და არც საკუთარ თავს დამმართებდა ამ ამბავს და არც ხალხს დააწყვეტდა ნერვებს“, – აღნიშნა ელისაშვილმა.
წყარო – “პალიტრანიუსი”