“მინდა…მადლობა ვუთხრა უკრაინელებს…იმიტომ, რომ ჩემი შვილის მხარდაჭერა მუდმივად იგრძნობა” – გიული ალასანია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ მედიასთან უკრაინის მხრიდან სააკაშვილის მხარდაჭერაზე ისაუბრა.

მან მადლობა გადაუხადა უკრაინელებს, თავისი შვილის მუდმივი მხარდაჭრისათვის.

„მინდა მადლობა ვუთხრა უკრაინელებს, იმიტომ, რომ ჩემი შვილის მხარდაჭერა მუდმივად იგრძნობა, მე ამას ყველანაირად ვგრძნობ. ეს ხომ არ არის პირველი შემთხვევა, ადრეც მსგავსი შემთხვევები იყო, როცა უკრაინის ომბუდსმენი ჩამოვიდა და არ შეუშვეს. უკრაინა ჩვენი მეგობარი იყო ყოველთვის, ყველა ეტაპზე და ჩვენ სათანადო მეგობრობას, როგორც ჩანს ვერ ვუწევთ“, – აღნიშნა ალასანიამ.

რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის 20 იანვარს ჩანიშნულ სასამართლო პროცესს, სადაც სავარაუდოდ კლინიკა „ვივამედის“ ექიმები გამოიკითხებიან, ალასანია ამბობს, რომ მას ამ ექიმების ობიექტურობის იმედი აქვს.

„იმედი მაქვს ექიმები გამოკითხვის დროს ობიექტურები იქნებიან. მადლობელი ვარ ამ ექიმების, მართლა ყველაფერს აკეთებენ, ვისთანაც მე მაქვს შეხება, რა თქმა უნდა, დანარჩენი არ ვიცი, ყველას არ ვიცნობ. მთავარი ექიმისგან გავიგე, რამდენჯერაც აქ იდგა და განცხადებას აკეთებდა, ყველაფერს ვაკეთებთ მაგრამ მდგომარეობა არ უმჯობესდებაო“,-განაცხადა ალასანიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share