“ცუდს ვერაფერს ვხედავ…შეიძლება…კარგიც იყოს ჩვენი ქვეყნისთვის”– კალაძე რუსეთთან ფრენების აღდგენაზე

რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაში ცუდს ვერაფერს ხედავს მერი კალაძე და ამბობს, რომ პირიქით, “ეს კარგიც” იქნება”:

“თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მათი მხრიდან მიღებული, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. პირიქით, ეს შეიძლება, კარგიც იყოს ჩვენი ქვეყნისთვის, კარგი იყოს იმ თვალსაზრისითაც, რომ მილიონამდე ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს რუსეთში და პირდაპირი ფრენები დახმარება ადამიანებს მიმოსვლაში” განაცხადა კახა კალაძემ.

ფრენების აღდგენაზე მორიგი განცხადება გუშინ, 18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა. ლავროვის ამ განცხადებას “ქართული ოცნების” ხელისუფლება პოზიტიურად შეხვდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share