ლუკაშენკო ამტკიცებს, რომ ბუჩას ხოცვა-ჟლეტა “პროვოკაციაა” და „ლვოვიდან ჩამოსულმა ბრიტანელებმა მოაწყეს“

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ უკრაინაში, ბუჩაში რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილი ხოცვა-ჟლეტის შესახებ ცინიკური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კიევის რეგიონში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობები და წამება იყო „პროვოკაცია“ და „დადგმა“ – ლუკაშენკომ ეს  Associated Press-თან ინტერვიუში თქვა.

როდესაც ამერიკელმა ჟურნალისტმა დიქტატორს ჰკითხა, დადგა თუ არა დრო, რომ რუსეთმა შეწყვიტოს უკრაინელების მკვლელობა და მზად იყო თუ არა ის, რომ ეთქვა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის, რომ აუცილებელი იყო დანაშაულების შეჩერება, ლუკაშენკამ ის ტყუილში დაადანაშაულა. ბელარუსის პრეზიდენტმა თქვა, რომ ბუჩას ხოცვა-ჟლეტა „ლვოვიდან ჩამოსულმა ბრიტანელებმა მოაწყვეს“.

„გპირდები, რომ შენს სიტყვებს გადავცემ რუსეთის პრეზიდენტს. მე მას მალე შევხვდები. მაგრამ მინდა მოგმართოთ თქვენ, დასავლეთს, უპირველეს ყოვლისა, იგივე სიტყვებით: შეწყვიტეთ ტყუილი!ტყუილად მოგყავთ ბუჩას მაგალითი. რაც მოხდა ბუჩაში (არ ვიცი, რამდენად გარკვეული ხართ საკითხში) – მაგრამ ვიცი, ვინ მოაწყო ეს შოუ ბუჩაში. ძირითადად ბრიტანელები იყვნენ ლვოვიდან ჩამოსული მანქანებით“,  თქვა დიქტატორმა.

ამის შემდეგ. ლუკაშენკომ განაგრძო პროპაგანდისტული ნარატივი და თქვა, რომ რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინელების მასობრივი მკვლელობები და წამება ისეთივე „პროვოკაციაა“ , როგორც ბელარუსში საპროტესტო აქციები საპრეზიდენტო არჩევნების დროს.

უკრაინა 🇺🇦✊
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share