გორის მოჭიდავე მერმა ერთი წლის განმავლობაში 4 ათასი ლიტრი საწავავი დახარჯა. ეს ამბავი გასაკვირი ალბათ არ იქნებოდა, რომ არა ერთი დეტალი. მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ ვლიდიმერ ხინჩეგაშვილი არჩევნების შემდეგ თვალით საერთოდ არავის უნახავთ.
ეს, რაც შეეხება მხოლოდ მერს, თუმცა, როგორც გაირკვა, მისმა უწყებამ ჯამურად 2022 წელს 10 ათასი ლიტრი საწვავი მოიხმარა. მათ შორის არიან ხინჩეგაშვილის მოადგილეები.
გორში სამოქალაქო აქტივისტებს და საზოგადოებას გაუჩნდათ განცდა, რომ საქმე ბიუჯეტის ფლანგვასა და მაღალი თანამდებობის პირების მიერ სამსახურეობრივი მანქანების პირადი მიზნებისთვის გამოყენებასთან გვაქვს.
“ახალი წლის დადგომა გორის მაღალჩინოსნებმა ერთმანეთს საწვავზე ლიმიტების გაზრდით მიულოცეს. იმდენად დიდია ეს რაოდენობა, რომ ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, რომ ეს რაოდენობა საწვავი არა მოსახლეობასთან შეხვედრაზე იხარჯება, არამედ საკუთარი მიზნებისთვის და ოჯახებისთვის”, – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი, თეონა ფანქველაშვილი.