ფოთში მდებარე „აჭარა ტექსტილის“ 34 თანამშრომელს, რომლებიც გურიის მაცხოვრებლები არიან, კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამ რიცხვის ზრდას ელოდებიან ეპიდემიოლოგები, რადგან რეგიონიდან აღნიშნულ ფაბრიკაში ბევრი ადამიანია დასაქმებული.
„გურიის მოამბე“ ოზურგეთის და ლანჩხუთის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელებს დაუკავშირდა და გაარკვია, რომ დილის მონაცემებით, „აჭარა ტექსტილის“ 34 თანამშრომელია დაინფიცირებული, პასუხები გუშინ და დღეს დილით მიიღეს. ყველაზე მეტი ინფიცირებული 33 თანამშრომელი ლანჩხუთშია დაფიქსირებული, ხოლო ოზურგეთში- 12.
როგორც ოზურგეთის ჯანდაცვის ხელმძღვანელმა მაია ქუტიძემ გვითხრა, ფაბრიკაში სოფელ შრომიდან და დაბა ნატანებიდან, ბევრი ადამიანია დასაქმებული და ელოდებიან როგორ განვითარდება მოვლენები.
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით გურიის რეგიონში სულ 310 ადამიანია ინფიცირებული, აქედან 143 გადის მკურნალობის ინტენსიურ კურსს. 156 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.