ამ წუთებში ხმაურია ხელვაჩაურის მერის ჯუმბერ ვარდმანიძის კაბინეტში, სადაც ჯოჭოში, სტიქიის დროს დაღუპული თედორაძეების ოჯახის წევრები მერის და გეოლოგიური სამსახურის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვენ. მათი თქმით, ხევაჩაურის მერმა, სტიქიის ზონაში ასვლისას პირველი ის იკითხა, რომელი პარტიის წევრები იყვნენ მიწაში დამარხული ადამიანები. თედორაძეების თქმით, ისინი წლების მანძილზე ითხოვნდნენ დახმარებას, თუმცა, მერიამ განცხადება არც კი განიხილა. ხელვაჩაურის მერი, ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ თედორაძეებს მერიისთვის განცხადებით არ მიუმართავთ.