“მე ვხდები მიშას”, “არ დათმო”, – ასეთი შინაარსის წარწერები გამოჩნდა დღეს ბათუმის ქუჩებში სხვადასხვა შენობებზე _ მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის განყოფილებებზე. დღეს 15:00 სააათზე ბათუმში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები აჭარის მთავრობის სახლთან აქციას გამართავენ. აქციის ორგანიზატორების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა, რადგან მიაჩნიათ, რომ “ქართულმა ოცნებამ” არჩევნები ტოტალურად გააყალბა.