მოწყენილი ჰარი, ონავარი ჯორჯი და ქეით მიდლტონი დედოფლური სტილით – ვის რა ეცვა და ვინ ესწრებოდა კორონაციას? – ფოტოები

ლონ­დონ­ში მეფე ჩარლ­ზის გა­მე­ფე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თა. სკან­და­ლუ­რი მე­მუ­ა­რე­ბის, Spare-ის გა­მო­ცე­მის შემ­დეგ, პრინ­ცი ჰარი ლონ­დონ­ში პირ­ვე­ლად ჩა­ვი­და და მა­მის კო­რო­ნა­ცი­ას და­ეს­წრო.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, მისი ვი­ზი­ტი ინ­გლის­ში დიდ­ხანს არ გაგ­რძელ­დე­ბა და ცე­რე­მო­ნი­ის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ აშშ-ში, შვი­ლის და­ბა­დე­ბის დღის­თვის დაბ­რუნ­დე­ბა. ცე­რე­მო­ნი­ას არ და­ეს­წრო ჰა­რის მე­უღ­ლე მე­გა­ნი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ლოს-ან­ჯე­ლეს­ში შვი­ლებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბა.

უეს­ტმინ­სტე­რის სა­ა­ბა­ტო­ში ჰარი ბი­ძაშ­ვი­ლებ­თან, პრინ­ცე­სა ბე­ატ­რის­თან და ზარა ტინ­დალ­თან ერ­თად შე­ვი­და. ბრი­ტა­ნუ­ლი მე­დია ხაზს უს­ვამს იმ ფაქტს, რომ პრინ­ცი სხვებ­თან შე­და­რე­ბით, უხა­სი­ა­თოდ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და.

ჰა­რის, რო­მე­ლიც ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მსა­ხუ­რობ­და არ­მი­ა­ში, კო­რო­ნა­ცი­ა­ზე სამ­ხედ­რო ფორ­მის ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა არ მი­ე­ცა. იგი არც კო­რო­ნა­ცი­ის ოფი­ცი­ა­ლურ პორ­ტრეტ­ში გა­მოჩ­ნდე­ბა. არ მი­ე­ცა ძმის, უი­ლი­ა­მის გვერ­დით დად­გო­მის სა­შუ­ა­ლე­ბაც. ჰა­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით უი­ლი­ა­მი ცოლ­თან, ქეით მიდლტონ­თან ერ­თად ცე­რე­მო­ნი­ის საკ­ვან­ძო ფი­გუ­რა იყო.

სა­ს­ექ­სის ჰერ­ცოგს ად­გი­ლი პრინ­ცე­სა იუ­ჯი­ნის ქმარ ჯეკ ბრუკს­ბანკსა და პრინ­ცე­სა ალექ­სან­დრას, ელი­ზა­ბეტ II-ის 86 წლის ბი­ძაშ­ვილს შო­რის მი­უ­ჩი­ნეს.

ჰა­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით, კო­რო­ნა­ცი­ის პრო­ცეს­ში ცენ­ტრა­ლურ როლს ას­რუ­ლებ­და პრინ­ცი უი­ლი­ა­მი, მან რო­გორც ტახ­ტის მემ­კვიდ­რემ, მე­ფის წი­ნა­შე ერ­თგუ­ლე­ბის ფიცი დადო. უი­ლი­ა­მი ცე­რე­მო­ნი­ა­ზე უელ­სის გვარ­დი­ის სა­ზე­ი­მო ფორ­მით წარ­დგა.

ბრწყინ­ვა­ლედ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და ვიქ­ტო­რი­ა­ნუ­ლი ორ­დე­ნის ცის­ფერ მან­ტი­ა­სა და აბ­რე­შუ­მის კა­ბა­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ქეით მიდლტო­ნი. უელ­სის პრინ­ცე­სამ არ­ჩე­ვა­ნი Jess Collett x Alexander McQueen-ის ტი­ა­რა­ზე შე­ა­ჩე­რა. ხოლო სა­ყუ­რე­ე­ბი, ერთ დროს უი­ლი­ა­მის დე­დას, პრინ­ცე­სა დი­ა­ნას ეკუთ­ვნო­და. ელი­სა­ბედ II-ის ხსოვ­ნი­სად­მი პა­ტი­ვის მი­სა­გე­ბად, ქე­ით­მა გარ­დაც­ვლი­ლი დე­დოფ­ლის ყელ­სა­ბა­მი აირ­ჩია, რო­მე­ლიც ელი­სა­ბე­დის მა­მის, მეფე ჯორჯ VI-ის ბრძა­ნე­ბით 1950 წელს დამ­ზად­და.

ცე­რე­მო­ნი­ა­ზე ქე­ით­სა და უი­ლი­ამს შვი­ლე­ბი, პრინ­ცი ჯორ­ჯი, პრინ­ცე­სა შარ­ლო­ტა და ლუი შე­უ­ერ­თდნენ.

პრინ­ცი ჯორ­ჯი

დე­დის მსგავ­სად, პრინ­ცე­სა შარ­ლო­ტა Jess Collett x Alexander McQueen-ის გვირ­გვინს ატა­რებ­და. მისი კაბა დამ­ზა­დე­ბუ­ლია სპი­ლოს ძვლის­ფე­რი აბ­რე­შუ­მის კრე­პის­გან, სპი­ლოს ძვლის­ფე­რი ატ­ლა­სის ნა­კე­რით, ვარ­დის, ეკ­ლის, ნარ­ცი­სი­სა და შამ­რო­კის მო­ტი­ვე­ბით (ოთხი ერის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად).

“ტე­ლეგ­რა­ფის” ცნო­ბით, უი­ლი­ა­მი­სა და ქე­ი­თის უფ­რო­სი ვაჟი, პრინ­ცი ჯორ­ჯი ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა ტახ­ტის მემ­კვიდ­რეა, რო­მე­ლიც კო­რო­ნა­ცი­ის პრო­ცეს­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას – იგი მე­ფის სა­პა­ტიო თან­მხლე­ბი იყო და ცე­რე­მო­ნი­ის დროს მისი მო­სას­ხა­მი ეჭი­რა.

კო­რო­ნა­ცი­ას ეს­წრე­ბო­და არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი და სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ლი­დე­რი. მათ შო­რის იყ­ვნენ ეს­პა­ნე­თის მეფე ფი­ლი­პე მე­ექ­ვსე და დე­დო­ფა­ლი ლე­ტი­ცია, უკ­რა­ი­ნის პირ­ვე­ლი ლედი ოლე­ნა ზე­ლენ­სკა, აშშ-ის პირ­ვე­ლი ლედი ჯილ ბა­ი­დე­ნი და სხვე­ბი.

ეს­პა­ნე­თის მეფე და დე­დო­ფა­ლი

ambebi.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share