უკრაინის მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ დავით არახამიამ „მთავარ არხთან“ ინტერვიუს დროს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება უნდა მიეცეს.
არახამიას თქმით, თუ სააკაშვილი მოკვდება ამის შემდეგ ასეთი მთავრობა ვეღარასოდეს იქნება სახელმწიფოს სათავეში.
ამასთან, არახამია ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტი უკრაინის მოქალაქეა და კანონით მათ უნდა გადასცენ.
„ვიცი, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით მათ აქვთ პერსონალური დამოკიდებულება, მას მტრად აღიქვამენ, მაგრამ ახლა საკითხი პოლიტიკურ თემას გასცდა. ჩვენ ვსაუბრობთ პრეზიდენტის სიცოცხლეზე. არ ვიცი სად ხდება ასე კიდევ სხვაგან ალბათ აფრიკის ქვეყნებში, პრეზიდენტის ციხეში იყოს და ასე ექცეოდნენ, პოლიტიკურის გარდა აქ არის ჰუმანიტარული საკითხი. მას [მიხეილ სააკაშვილს] უნდა მისცენ საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და კანონით ის ჩვენ უნდა გადმოგვეცეს. თუკი სისხლის სამართლის დამნაშავეა, ჩვენ ვამბობთ, რომ აქ მოიხადოს სასჯელი. ახალა საქმე სულ სხვაგვარადაა, მან თავის წონის2/3 დაკარგა, ის ცუდადაა. მესმის რომ მისი პრეზიდენტობის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულებაა, ბევრს უყვარს, ბევრს შეიძლება სძულდეს, მაგრამ საქმე ამაში აღარაა. კარგი გააკეთა, ცუდი გააკეთა, ამაზე ვიკამათოთ, მაგრამ მან ბევრი გააკეთა. წარმოიდგინეთ ერთი წუთით, რომ ის ციხეში მოკვდეს. არა მგონია ბევრმა ქართველმა პირველ რიგში ეს საკუთარ თავს აპატიოს და შემდეგ მთავრობას. ასეთი მთავრობა კი ვეღარასოდეს იქნება სახელმწიფოს სათავეში ამის შემდეგ“, – აცხადებს უკრაინის მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე.