7 მაისს ქ. ჭიათურაში, ტაეკვანდოში ( ოლიმპიური ტაეკვანდო WTF) ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღია პირველობა გაიმართა.
ასპარეზობაში მონაწილეობა თითქმის მთელმა დასავლეთ საქართველომ, ორასამდე სპორტსმენმა მიიღო.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ტაეკვონდოს ურეკისა და ოზურგეთის სექციის სპორტსმენები შეჯიბრზე წარმატებით გამოვიდნენ და ჯამში 13 მედლის აღება , მათ შორის 6 ბრინჯაოს, 6 ვერცხლისა და 1 ოქროს მოპოვება შეძლეს.
აქვე გეტყვით იმას, რომ ჭიათურის პირველობაზე ოზურგეთი 16 სპორტსმენით წარსდგა.
ურეკის სექცია : მწვრთნელი – გიორგი ბერიძე
I ადგილი
ენრიკე სურმანიძე – 37 კგ ( 11 წლის)
II ადგილი
ზურაბ ჩხვიმიანი – 53 კგ ( 13 წლის)
ლერი ბრეგვაძე – 27 კგ ( 10 წლის)
ფრიდონ ჩხარტიშვილი – 47 კგ ( 12 წლის)
გიორგი გოგოლიშვილი – 37 კგ ( 12 წლის)
იოანე დობორჯგინიძე – 33 კგ ( 10 წლის)
III ადგილი
გიორგი მეფარიშვილი – 45 კგ ( 12 წლის)
ზურიკო კიკვაძე – 61 კგ ( 13 წლის)
ნიკა ურუშაძე – 60 კგ ( 11 წლის)
დავით აფაქიძე – 45 კგ ( 12 წლის)
გუგა აფშილავა – 40 კგ ( 11 წლის)
ოზურგეთის სექცია : მწვრთნელი – ირაკლი ტუღუში
II ადგილი
ნათია ტუღუში – 31 კგ ( 9 წლის)
III ადგილი
ნიკოლოზ ერქომაიშვილი – 27 კგ ( 7 წლის)
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ტაეკვანდოს სექციის სპორტსმენები საქართველოს ჩემპიონატისთვის აქტიურად ემზადებიან.
საქართველოს პირველობა 19 – 21 მაისს, კასპში გაიმართება.