გურიის ჩემპიონატზე გამართული ორი ტურის შემდეგ ,ოზურგეთელები დავით ცეცხლაძე და გიორგი გოგოლაური 2 ქულით დაწინაურდნენ

გურიის ჩემპიონატზე გამართული ორი ტურის შემდეგ, 2 ქულით დაწინაურდნენ: ოზურგეთელები დავით ცეცხლაძე , გიორგი გოგოლაური(ორივე ოზურგეთი) და გივი ქორიძე(ჩოხატაური). კარგად დაიწყეს ჩემპიონობის ახალგაზრდა ფავორიტებმა -თენგიზ თოიძემ და მიხეილ აფხაზავამ. კენჭისყრამ ისინი მე-2 ტურში დააპირისპირა ერთმანეთს. ორთავემ თამაშის პოზიციური სტილი აირჩია. შავებით მოთამაშე თოიძემ , სწორი თამაშით არ მისცა თეთრებს მცირე უპირატესობის გამოყენების საშუალება და მეტოქეებმა პარტია ყაიმით დაასრულეს. ორთავე 1,5-1.5 ქულით კვალში მიჰყვება ლიდერებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share