2021 წლის ოქროს ბურთის მფლობელი არგენტინელი ლიონელ მესი გახდა. პარიზ სენ ჟერმენის შემტევმა პირველობისთვის ბრძოლაში ბაიერნის პოლონელ თავდამსხმელს რობერტ ლევანდოვსკის აჯობა.
მესიმ მის მიერვე დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა და კარიერაში მეშვიდედ შეძლო ოქროს ბურთის მოგება.
2021 წელს მესიმ არგენტინის ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკა მოიგო. რაც შეეხება საკლუბო მონაგარს – არგენტინელი ბარსელონასთან ერთად ესპანეთის თასს დაეუფლა და 30 გოლით ლა ლიგას საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
სამეულში მოხვდა ჩელსის იტალიელი ნახევარმცველი ჟორჟინიო.