კვარაცხელიას მოპოვებული პენალტით „ნაპოლიმ“ „ფიორენტინა“ დაამარცხა

იტალიის სერია A-ს 34-ე ტურში აწ უკვე ჩემპიონი „ნაპოლი“ „ფიორენტინას“ „სტადიო მარადონაზე“ დაუპირისპირდა.

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონობის გაფორმების შემდეგ პირველი მატჩი საკუთარ მოედანზე „ფიორენტინასთან“ გამართა და ქართველი თავდამსხმელის მოპოვებული პენალტით 1:0 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელია არ იყო სასტარტოში, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ირვინგ ლოზანო შეცვალა, რომელმაც ტრავმა მიიღო და თამამად შეიძლება ითქვას, რომ გამარჯვება ქართველის დამსახურებაა.

პირველ ნახევარში „ფიორენტინა“ უკეთესი იყო, ხვიჩას გარეშე ნეაპოლელთა შეტევა ძალიან მოისუსტებდა და სახიფათო მომენტიც ვერ შექმნა. კვარას მოედანზე გამოჩენიდან კი სიტუაცია შეიცვალა.

მეორე ტაიმის დასაწყისში, 48-ე წუთზე, ვიქტორ ოსიმენს „ნაპოლის“ დაწინაურების რეალური შანსი ჰქონდა, როდესაც სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ „ფიორენტინას“ მეკარემ ბურთი მოიგერია.

74-ე წუთზე ხვიჩა საჯარიმოში მცველებს ეფექტურად გასცდა, მაგრამ წააქციეს და „ნაპოლიმ“ მეორე პენალტი მოიპოვა. ოსიმენმა ამჯერად შანსი გოლად აქცია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share