ოლიმპიური კომიტეტის ცნობით, ლეგენდარული ვიქტორ სანეევი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სანაევი სამხტომში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორი იყო, ასევე, ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი მძლეოსანი და საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი.
ცნობისთვის, ვიქტორ სანეევი 1945 წლის 3 ოქტომბერს, ქალაქ სოხუმში დაიბადა. 1992 წლიდან ის ავსტრალიაში ცხოვრობდა და 2 000 წელს საქართელოს ოლიმპიური ატაშე იყო სიდნეის ოლიმპიადაზე.