უკრაინის პარლამენტის წევრი იცლის საქართველოს შიდა პოლიტიკური პროცესებისთვის და ისეთი განცხადებებისთვის, რომელიც აზიანებს საქართველოს და უკრაინის მეგობრობას…, – თქვა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ რითაც გამოეხმაურა დავით არახამიას განცხადებებს.
არჩილ თალაკვაძე განსაკუთრებით მწყობრიდან მას შემდეგ გამოვიდა, როცა უკრაინის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, წარმოშობით ქართველმა და აფხაზეთიდან დევნილმა, დავით არახამიამ, ოლიგარქ ვანო ჩხარტიშვილზე ისაუბრა, ის ფაქტობრივად რუსეთის დახმარებაში უკრაინის წინააღმდეგ ამხილა და ჩხარტიშვილის დასანქცირების დიდ ალბათობაზე ისაუბრა.
ცნობილია, რომ არჩილ თალაკვაძე ვანო ჩხარტიშვილის პატრონაჟის ქვეშ იმყოფება, მისი და მისი ძმის კარიერა ჩხარტიშვილთან ასოცირდება და სწორედ ჩხარტიშვილი დგას ძმები თალაკვაძეების აღზევების უკან.
ოზურგეთის მერის სავარძელში მისი ძმის, ავთანდილ თალაკვაძის მოთავსების, უკანაც ვანო ჩხარტიშვილი დგას და ყველა ის კორუფციული სქემა რომელშიც ძმები თალაკვაძეები მონაწილეობენ ვანო ჩხარტიშვილთან ასოცირდება.