ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი კახა ასკურავა სოციალურ ქსელში “ოცნების” მიერ ქვორუმის ჩაგდების ფაქტს ეხმაურება და წერს:
”რაც პარლამენტში ეს დღეებია ხდება, ეს პროცესი ძალიან სერიოზულ პროცესებში შეიძლება გადაიზარდოს.მვიღაცას ხომ ჰგონია, ოცნება ოპოზიციას ეკაიფება. ცოტა გაუძლოს იმ ორმოცდაათმა წევრმა და ნახავთ, ვინ ვის ეკაიფება.!!!
ჯერ იმ ორმოცდაათი წევრის გვერდზე გაყვანები დაიწყება(იციან მაგათმა ვისთან აქვს საუბარს აზრი)და თუ ის გვერდზე გაყვანილები თუ გაუძლებენ ცდუნებებს, დიდი შიში დაიწყება.
არ დაგავიწყდეთ, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში ვცხოვრობთ და მეორე, ამას მთელი ცივილიზებული სამყარო უყრებს და დრო ახლა გეომეტრიული პროგრესიით, ქოცების წინააღმდეგ მუშაობს.
და ბოლოს, ნუ გგონიათ ამას ხალხი არ უყურებს?! თუ საჭირო გახდება, როგორც გამოატანეს უკან რუსული კანონი,ისე შეაქმნევინებენ მაგასაც.
მთავარია, თქვენ ჯერ გაუძლოთ და საჭირო მომენტში დაიძახოთ,რომ გარეთ ბევრი ხალხი გჭირდებათ!
პ.ს ბოლო-ბოლო ორმოცდაათი ოპოზიციონერის ლუსტრაციას მოახდენს, ვინაა ნამდვილი და ვინ გადაცმული” – წერს ასკურავა.