როგორ ითვისებენ ასეულ ათასობით ლარს “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნები

გთავაზობთ დოკუმენტს, თუ როგორ ითვისებენ სახელმწიფოს ხარჯზე “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნები ასეულ ათასობით ლარს.

ამჯერად საუბარი ოზურგეთის ყოფილ მერზე, ბეგლარ სიორიძეზეა.

აღნიშნული დოკუმენტიდან დასტურდება მისი მერობის დროს გავრცელებული ინფორმაციები, რომ მოქმედი მერობის რანგში, სიორიძემ უზარმაზარი ქონება, დიდი ალბათობით უკანონო გზით, მიითვისა და უმრავლესობა მათგანი საკუთარ ნათესავებზე და ოჯახის წევრებზე გადააფორმა.

მათ შორის არის ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის შესასვლელი კიბე და მისი წინამდებარე ტერიტორია, სადაც, მის დაქვემდებარებაში მყოფ, დასუფთავების სამსახურს ააშენებინა სავაჭრო წერტები.

როგორც ირკვევა ბეგი სიორიძემ ქონება მის მეუღლეზე, ლელა თოიძეზე გადააფორმა და ამ დღეებში ოფიციალურად 250 ათას ლარად გაყიდა,  თუმცა ოფიციალურად, რადგან გავრცელებული ინფორმაციით, სიორიძის ოჯახმა, ამ გარიგებაში ნახევარი მილიონი ლარი აიღო.

აღსანიშნავია, რომ ტერიტორიის შესყიდვის შემდეგ, მოქმედმა მერმა “წარმატებით “ჩამოყარა” და “გააძევა” ადგილიდან იქ განთავსებული მეორე სამამულო ომში მონაწილე ცნობილი ოზურგეთელების ბიუსტები.

ამ ქონების გარდა ბეგი სიორიძე თავისი მერობის დროს მითვისებულ კიდევ ათამდე ქონებას ყიდის, მათ შორის სამი უკვე გაყიდა.

ამ პრინციპით მოქმედებენ ძმები თალაკვაძეებიც. დღეს მოქმედი მერი, გადამოწმებული, არაოფიციალური ინფორმაციით, უამრავ ქონებას ითვისებს და საკუთარ ახლობლებზე აფორმებს.

როგორც მერის გარემოცვა აცხადებს, ავთანდილ თალაკვაძე მეორე ვადით მერობას არ აპირებს, და სავარაუდოდ ის მითვისებულ ქონებას ბეგლარ სიორიძესავით, მერობის ვადის გასვლიდან რამდენიმე წელიწადში გაყიდის, და ამ ქონების მოცემულობა, როგორც სიორიძის, ამ დროისათვის, უხეში გათვლებით, 5 მილიონს აღემატება.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share