11 მაისს, ბათუმში, გვიან ღამით პოლიციამ 26 წლის გიორგი გოგუა დააკავა. ახალგაზრდა “მთავარ არხთან” ამბობს, რომ ის ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც სამართალდამცავებმა გააჩერეს და ფოტოს გადაღება მოსთხოვეს. გოგუა ფოტოს გადაღების მოტივით დაინტერესდა, რამაც პოლიციელების აგრესია გამოიწვია.
მისივე თქმით, ის ბათუმის მეხუთე პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს, სადაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
“ფოტო უნდა გადაგიღოთო, მე რომ ვუხარი რატომ მიღებ, თქვენი თავი წარმომიდგინეთ მეთქი, მაგიტომ შემაგდეს მანქანაში და წამიყვანეს მეხუთე განყოფილებაში, სადაც უკანონოდ გამჩხრიკეს, ამომიტრიალეს ჯიბეები, ასევე გაჩხრიკეს ტელეფონი, რის შემდეგაც ხელმოწერით გამომიშვეს. შეურაცხყოფა მომაყენებს, რა ბლატნოი ხარ, შენ გაჩვენებ სეირს, იმიტომ გაჩერებ, რომ ეჭვმიტანილი მგონია რომ, ხელი დამარტყეს, იქ დივანზე დავვარდი”, – ამბობს გიორგი გოგუა.
გარდა ამისა, როგორც ირკვევა 13 მაისს, სამართალდამცავებმა გოგუას დაურეკეს, რომ მისი სასამართლო პროცესი 12 საათზე იყო ჩანიშნული, პროცესი ჩანიშნული არ არის.