ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები დამოუკიდბელ რეგიონულ გაზეთ ‘გურიის მოამბეს” მხარდაჭერას უცხადებენ.
პირველმა ვინც დამოუკიდელ, რეგიონულ, კრიტიკულ მედია საშუალებას დახმარების ხელი გამოუწოდა, მარინა ძაგნიძეა, ის წლებია ამერიკაში ცხოვრობს და თიტქმის მთელ მის მოღვაწეობას, საქართველოს პუტინისტური გავლენებისაგან განთავისუფლების საქმეს უძღვნის.
დიდია მისი როლი ანტირუსული პროპაგანდის დახმარების საქმეში.
დიდი მადლობა ქალბატონ მარინეს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ შანტაჟის, რბევის, ძალადობის, უკანონობისა და აგრესიის დროს, რომელსაც რედაქცია ყოველდღიურად განიცდის მოქმედი რუსული ხელისუფლებისაგან, გვერდში დაგვიდგა.
ხელისუფლების შემოტევები “გურიის მოამბეს” წინააღმდეგ განსაკუთრებით მას შემდეგ გაძლიერდა, როცა ჩვენ, ჩვენს მიერ კუთვნილ ბილბორდზე, უკრინის მხარდამჭერი ბანერი განვათავსეთ.
მოქმედმა ხელისუფლებამ რამდენიმე მიმართულებით დაიწყო შეტევა ჩვენზე-ერთის მხრივ სრულიად უკანონოდ განახორციელეს ჩვენი კუთვნილი ბილბორდების დემონტაჟი, ახლა კი უტევენ რედაქციას, რათა დაგვატოვებინონ ოფისი.
ახდენენ ზეწოლას კომპანიებზე და ცდილობენ რედაქციას შეუწყდეს წყლისა და ელ.ენერგიის მიწოდება.
ფორმალურად ხელისუფლება გვედავება გადასახადების გადაუხდელობაში, რისთვისაც დაგვაჯარიმეს ჯერ 5 ათასი, შემდეგ კი 8 ათასი ლარით.
სრულიად უკანონოდ, ძალისმიერი მეთოდებით მოახდინეს ბილბორდების დემონტაჟი, მაშინ როცა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მიღებული აქვს გადაწყვეტილება “აეკრძალოს ოზურგეთის მერიას მთელი რიგი ღონისძიებები’.
მაშინ როცა ყველა გადასახადი გადახდილი გვაქვს, მერია, ხანდაზმულობის მიუხედავად, გვებრძვის 2012-13 წლის გადასახადების გადაუხდელობის გამო, რაც სინამდვილეში გადახდილი გვაქვს, და ასევე წარდგენილია ბოლო 8 წლის გადახდების შესაბამისი დოკუმენტაცია.
ეს არის ადგილობრივი ოლიგარქის ვანო ჩხარტიშვილის და მისი ხელქვეითების – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძისა და მისი ძმის-ოზურგეთი მერის ავთანდილ თალაკვაძის მცდელობა ჩაახშოს განსხვავებული აზრი, გააჩუმოს კრიტიკული მედია და ფინანსური ბლოკადის მეშვეობით გვაიძულონ დავტოვოთ ქვეყანა.
აღსანიშნავია, რომ ბრძოლა “გურიის მოამბეს” წინააღმდეგ დიდი ხანია გასცდა კერძო სამართლებრივი დავის ჩარჩოებს და მერიის მხრიდან ადგილი აქვს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.