“ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტი” ინოვაციების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამას აცხადებს

ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტი (ყოფილი გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი), საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) “პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში” (UNDP/SDC VET) პროექტის ხელშეწყობით, აცხადებს ინოვაციების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამას (სამიზნე რეგიონი – გურია). პროგრამა ითვალისწინებს ნოვატორული იდეების, სასოფლო-სამეურნეო სფეროში არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებისკენ მიმართული საპროექტო განაცხადების მიღება/მხარდაჭერას. საპროექტო იდეები გათვლილი უნდა იყოს სათემო, მუნიციპალურ და რეგიონულ დონეზე სოფლის მეურნეობის სფეროში ახალი ტექნოლოგიების, კულტურულ-მექანიზაციურ თუ ტრადიციულ მეთოდოლოგიებში იმგვარი სიახლის შემოტანის მიმართულებით, რომელიც ხელს შეუწყობს დამატებითი შემოსავლის მიღების პერსპექტივების გაჩენას, მოსავლის მოცულობის ზრდას, ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული ეფექტური, ტექნიკური, კულტურული ნოვაციების შექმნას და დანერგვას.

მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ გრანტით (მაქსიმუმ 5, 000 ლარი) არ გადმოგეცემათ ფულადი სახით, არამედ გრანტის გამცემი ორგანიზაცია ყიდულობს თქვენს მიერ მოთხოვნილ პროდუქტს, ტექნოლოგიას ან სერვისს). აგრეთვე, ინოვაციური იდეათა კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, გრანტი ითვალისწინებს განმცხადებლის მხრიდან თანამონაწილეობას (პროექტის საერთო ღირებულების 20%, აქედან 5% ნაღდი ფულით).

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.

საგრანტო კონკურსის III ეტაპზე განაცხადები მიიღება 2022 წლის 25 თებერვლის ჩათვლით. სააპლიკაციო ფორმის ჩამოსატვირთად გადადით ბმულზე – https://bit.ly/344uKL6

დაინტერესებულმა პირებმა განაცხადის შევსებული ფორმა უნდა გამოგზავნონ შემდეგ მისამართზე: ici.info.02@gmail.com, subject-ში მიუთითეთ UNDP grants.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 599981898

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share