ერთადერთი თქვენი იმედი არის, რომ ძალადობით რამე გააკეთოთ, – ასე მიმართა რადიკალურ ოპოზიციას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს უსმენენ.
„თქვენ ხართ დემოკრატიულ არჩევნებში დამარცხებით გაბრაზებული რადიკალური ოპოზიცია, რომელიც მზად არის ნებისმიერი დესტაბილიზაციის ხელშეწყობისთვის, რომელიც მზად არის საკუთარი ქვეყნის პოლიციელებს გადაასხას ბენზინი, მოუკიდოს ცეცხლი და შემდეგ ამტიკოთ, რომ ეს არის მშვიდობიანი პროტესტი. ეს ადამიანები ხართ თქვენ. თქვენ ხართ ის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს მშვიდობიან მანიფესტანტებს, მათ მანქანებსა და ავტობუსებს ლურსმნებს უყრიდით”, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.